UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგამედოვმა კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი საბრძოლო ორგანიზაცია Eagle FC შექმნა, რამდენიმე დღის წინ კი ღიად განაცხადა, რომ მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებთან დიდ კონკურენციას აპირებს.
"ვფიქრობ, UFC-ი და Bellator-ი მებრძოლებს ყურადღებით უნდა მოეკიდნონ, რადგან Eagle FC აქ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგ და სახელოვან ათლეტებს გამდმოვიბირებთ. ამავდროულად ახალ თაობასთანაც ვიმუშავებთ.
მინდა გითხრათ, რომ ყურადღებით იყავით, თუ თქვენ მათ პატივს არ სცემთ, მაშინ მე და ჩემი ორგანიზაცია აქ ვართ" - განაცხადა დაღესტნელმა მებრძოლმა.