ამერიკელმა მებრძოლმა ჯარედ კანონიერმა LowKick MMA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევი ორგანიზაციისთვის შესაძლოა გახდეს ის, ვინც ერთ დროს კონორ მაკგრეგორი იყო:
"ნათელია, რომ ის პერსპექტიული მებრძოლია, დანა ვაითი მისით აღფრთოვანებულია. თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც შვედი რვაკუთხედში გვთავაზობს, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ UFC-ს კონორის კალიბრის ახალი მებრძოლი ჰყავს. შეიძლება ეს არ არის კარგი შედარება, რადგან ყველა ათლეტი ინდივიდუალურია, თუმცა ჩემი შეხედულებით ასეა. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ თუ საშუალო წონაში გადავა, უკეთესი იქნება", - განაცხადა ჯარედმა.
შეგახსენებთ, ჩიმაევი მორიგ შეხვედრას 9 აპრილს, გილბერტ ბერნსის წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია sports-ის მიხედვით