შერეული ორთაბრძოლების რუსი მებრძოლი ვლადიმირ მინეევის ძმა პიოტრ მინეევი უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენმა ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა.
"მეგობრებო, ცა ჩამოიქცა და მიწა გადატრიალდა, ცხოვრება რაკიდალურად შეიცვალა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებით," - დაწერა მინეევმა, რომლის ძმაც რუსეთის არმიაში კონტრაქტით მსახურობდა და მისი ბრიგადა დისლოცირებული ულიანოვსკში იყო, უკრაინის საზღვრიდან 1600 კილომეტრის მოშორებით.
მედიაში აქტიურად განიხილავენ, რომ ვლადიმირის მიერ დაწერილი წინადადების ბოლო ნაწილი (მაგრამ მაინც არ ვჩერდებით) უკრაინაში წარმოებული ომის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ ამბობს. გერმანელი პროფესორი ვილჰელმ შვიობელის სიტყვები რომ გავიხსენოთ, "თუ სიმართლის თქმა მხოლოდ ჩურჩულით შეგვიძლია, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა ხელში მტრებმა ჩაიგდეს"...
თავად ვლადიმირ მინეევი AMC Fight Nights-ის ჩემპიონი გახლავთ. 32 წლის სპორტსმენს კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.
15:34 13-03-2022
უკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დიახ, ეს ახსოვს ხალხს! - მეგობრები რომ შეიკრიბებოდნენ და ტელეფონებს შლიდნენ, რადგან ყველას უსმენდნენ და მერე მარტივად სჯიდნენ ნაცებზე ცუდის მთქმელს: ან ნარკოტიკს ჩაუდებდნენ ან იარაღს და სახლ-კარს გააყიდვინებდნენ "საპროცესოში"!- და სანამ ეს მწარედ ახსოვს ხალხს, ნუ მოსთხოვენ "ნიკოლოზები", რომ დაგვღალეთ ნაცებზე ლაპარაკით, მხოლოდ ეს ხელისუფლება აგინეთო!
15
15
ცნობისათვის, ამხანაგი "ოდალა" რუსეთის აგენტია, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან "აფრქვევს" თავის გენიალურ აზრებს.
11
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული