ჭიკაძემ "კორეელი ზომბი" გამოიწვია, ბრძოლის ჩანიშვნის ალბათობა მაღალია

AutoSharing Option
ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კორეელი ჩან სუნ იუნი გამოიწვია.

"მოდი, გავაკეთოთ ეს" - წერს ჩვენებური სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიგამ UFC-ში ბოლო შეხვედრა კელვინ კატართან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. თავის მხრივ, "კორეელმა ზომბმა" ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან წააგო. ამიტომაც ამ ბრძოლის ჩანიშვნის ალბათობა მაღალია.

მოგეხსენებათ, ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა 2019 წლის 28 სექტემბერს ბრენდონ დევისის წინააღმდეგ გამართა (გაიმარჯვა). მას შემდეგ ქართველმა მიჯრით 7 ორთაბრძოლა მოიგო (ბრენდონთან ჩხუბის ჩათვლით), კელვინ კატართან კი სტატისტიკაში პირველი მარცხი ჩაიწერა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული