საუკეთესო შედეგი ქართული MMA-ს ისტორიაში - დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
აბუ დაბიში გამართული UFC-ის ღონისძიების შემდეგ რეიტინგებში ცვლილება შევიდა და მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში მეორე საფეხურზე გადაინაცვლა. 

ეს შემთხვევა იმით არის აღსანიშნავი, რომ ქართველი MMA მებრძოლებიდან ასეთ მაღალ პოზიციაზე ჯერ არავინ ყოფილა. წონის ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგია, 1-ელ ადგილზე შონ ო'მალი გახლავთ, მეორეზე კი მერაბ დვალიშვილთან ერთად პიოტრ იანი არის. 

UFC-ის პრეზიდენტმა დეანა უაითმა განაცხადა, რომ "ალჯოს" მომავალი მეტოქე ჰენრი სეხუდო იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის შეხვდება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ
ორგანიზაციამ ქართველი სტერლინგთან დაპირისპირებაზე უარის თქმის გამო "დასაჯოს" და ო'მალისთან განმეორებითი ჩხუბი პიოტრ იანს ან მარლონ ვერას მისცეს. 

UFC-ში მერაბის შემდეგ ყველაზე მაღალ პოზიციას გიგა ჭიკაძე იკავებს, რომელიც ნახევრად მსუბუქ დივიზიონში მერვეა. ამავე წონაში მე-14 ადგილზეა ილია თოფურია. მსუბუქ წონაში მე-16 ადგილზე გურამ ქუთათელაძე გახლავთ, რომელსაც ტოპ 15-ში შესასვლელად ერთი მოგება სჭირდება. ასევე, თუ რომან დოლიძე 30 ოქტომბერს ფილ ჰოუსს დაამარცხებს, "კავკასიელი" საშუალო წონის ტოპ 15-ის წევრი გახდება. 

altარის! დვალიშვილმა ბრაზილიელი ლეგენდა უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
უდიდესი წარმატებები მერაბს!
ვახო...
23:55 25-10-2022
0
მერაბ ,,mashine gun" დვალიშვილი. :) წარმატებები!
რატი
17:49 25-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული