ეს ჩხუბი რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი - ინგუში თოფურიას დაემუქრა

AutoSharing Option
UFC-ის ინგუში მებრძოლი მოსარ ევლოევი ილია თოფურიას ბრაის მიტჩელთან ჩხუბის წინ დაემუქრა, რომ თუ ქართველი ბრძოლას ვერ მოიგებდა, მას ქუჩაში სცემდა.

თოფურიას მოგების შემდეგ, დაახლოებით, 10 საათი გავიდა, ინგუშს კი ჯერ არაფერი უთქვამს. ჩხუბის წინა დღეს მოვსარმა დაწერა:

"ილია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია. როგორც ჩანს, ჩვენს მატადორს მართლაც გერმანული ფესვები აქვს. ეცადე მიტჩელთან მატჩი მოიგო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ქუჩაში ცემა მომიწევს. რადგან, წაგების შემთხვევაში შენნაირ ლუზერთან ბრძოლაში ოქტაგონზე დროს ვერ დავკარგავ," - დაწერა ევლოევმა.

ინგუში ნახევრადმსუბუქ წონაში რეიტინგის
მე-10 ნომერია, ილია მომდევნო კვირაში მე-9 გახდება. მოვსარმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ბრძოლის არენას. 

altთოფურიამ მეტოქე გაანადგურა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
Мовсар, успокойся. Не к лицу мужщине такие слова. Ты что, оруссел совсем?
0
მე მეგონა ამათ ორივეს აუხსნეს რომ ინგუშებს და ქართველებს სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ისტორიულად გვერდი გვერდში ვდგევართ და მგონი უნდა გაითვალისწინონ თუკი საკუთარ წარმომავლობას აფასებენ მგონი შეუძლიათ მიაწვდინონ ინგუშებს რომ შეწყვიტოს თოფიურიას მიმართ აგრესიული კომენტარები და ალბათ ჩვენ მატადორსაც აუხსნიან ახლობლები რომ კავკასიაში მხოლოდ ინგუშები იყვნენ ბოლომდე ერთგულები ქართველების!
კახა
01:42 12-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული