UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ONE-ის ჩემპიონ ანატოლი მალიხინზე ისაუბრა.
"პიოტრ იანის მეგობარმა ანატოლი მალიხინმა მითხრა, რომ ალჯამაინ სტერლინგთან (იანთან შეხვედრისას) ორთაბრძოლას მისი მეგობარი მოიგებდა. ჩვენ 50 000 დოლარზე დავნაძლევდით. როგორც იცით, ალჯომ მოიგო. ეს დიდი შეთანხმება იყო.
ამის შემდეგ ანატოლიმ ჩემი პირადი საბანკო ანგარიშის გადაგზავნა მთხოვა. გადავუგზავნე, რომ კუთვნილი თანხა მიმეღო, თუმცა არ მოუცია არაფერი. ვიმედოვნებ, მალიხინი სიტყვის კაცია. თუ ისე არ მოიქცევა, როგორც საჭიროა, ჩავაკითხავ ტაილანდში და ვიპოვი", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, 12 მარტს მერაბი პიოტრ იანს დაუპირისპირდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით