"ყველანი მიყვარხართ! 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები" - ილია თოფურია

AutoSharing Option
17 თებერვალს, ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქამრისთვის შეხვდება. "მატადორმა" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"დღეს, პირველ დეკემბერს, ოფიციალურად იწყება მოსამზადებელი პერიოდი, რომელზეც ბავშობიდან ვოცნებობდი.

სულ მალე ეს ოცნება ახდება! უკან რომ ვიხედები და ვიხსენებ რაც გამოვიარე აქამდე მოვსასვლელად, მადლიერებით ვივსები. მადლობა უფალს იმ ძალისთვის, რომელიც არასოდეს მტოვებდა და მუდამ მეხმარებოდა წინააღმდეგობების დაძლევაში.

ახლა იწყება მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უპირობო მხარდაჭერისთვის!
ყველანი მიყვარხართ!

17 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები!" - წერს ილია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
უდიდესი წარმატება ქართველ მატადორს!
ვახო...
14:58 02-12-2023
0
ბრავო.
გმირობა და გამარჯვება!
ჩვენც შენთან ერთად ვიბრძლოებთ და ვილოცებთ!
ნუგო
14:31 02-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული