"ვოლკანოვსკი თუ თოფურია?" - რონალდომ არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option
18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სოციალურ ქსელში წარმატება უსურვა.

"წინ, ჩემპიონო" - დაწერა რონალდომ "ტვიტერზე".

რაც შეეხება ილია თოფურიას, ქართველ მებრძოლს ისეთი სპორტსმენები უჭერენ მხარს, როგორებიც იკერ კასილასი და სერხიო რამოსი არიან.

შეგახსენებთ, თოფურიას MMA-ს სხვადასხვა ორგანიზაციაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა ილიას გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 29 ბრძოლიდან 26-ჯერ გაიმარჯვა და 3-ჯერ კი დამარცხდა.

alt"შევარცხვენ და თავაზიანობას

ვასწავლი" - ვოლკანოვსკიმ თოფურიასთან ბრძოლაზე ისაუბრა

altმსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თოფურიას პირადად ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ გაამხნევა [PHOTO]

alt"გამარჯვებას პირველივე რაუნდში ვაპირებ" - თოფურიამ ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

altთოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვისაც ილიას წარმატება არ გაუხარდება დაეხიოს ზედ...ვინც გინდა ის იყო,ხო რონალდოს თამადობით ....
ს.ბ
17:05 14-02-2024
4
წამოვიდა ბოღმის ნთხევა ადამიანთა ერთი ჯგუფისგან. ზოგი იმასაც იტყვის ეგ რა ფეხბურთელიაო. ამიხსნას ვინმემ თოფურიას რატომ უნდა დაუჭიროს მხარი, ჩემსავით ან თქვენსავით? ილია მისი ბიძაშვილია? ეგ თქვენ არ გაქვთ არჩევანის უფლება არაფერში, თავისუფალ ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი. ეხლა ვიღაც იტყვის რატომ ვოლკანოვსკი, არც ისაა მისი ბიძაშვილიო. ჯერ იყო და ნიგერიის წაგებით ხარობდნენ, ოღონდ ოსიმენს არ მოეგო თასი, თითქის სპილოს ძვლის ნაპირის ქვეყანაში სულ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ჰყავდათ. მიზეზი მარტივია ოსიმენს ხვიჩას კონკურენტად უყურებენ. არადა ისინი მეგობრობენ და მათი ტანდემიც შესანიშნავია.ახლა რონალდო ყოფილა ამაზრზენი, რადგან ქართველს მხარი არ დაუჭირა! რა გეშველებათ!!
წარმატებები ილიას!
დავით 67
16:13 14-02-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული