თოფურიამ პრესკონფერენციაზე ვოლკანოვსკისთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ვიცი, რომ წინ რთული ბრძოლა მელოდება, თუმცა ამისთვის 100%-ით მზად ვარ. ჩემს გზასა და გეგმებს მივყვები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სტილს ვოლკანოვსკი უბრალოდ ვერ გაუძლებს.
ვისთანაც აქამდე მიჩხუბია, ყველას შესახებ ამბობდნენ, რომ გარკვეულ ასპექტებში ჩემზე უკეთესები იყვნენ, თუმცა რინგზე სულ სხვა სურათი ვიხილეთ. ალექსი არაფერს შეცვლის და იმავე ტაქტიკით იბრძოლებს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ალბათ, ბევრს იმოძრავებს და უპირატესობის მოპოვებას ამის ხარჯზე ეცდება, თუმცა მას უნდა ახსოვდეს, რომ მე ილია თოფურია ვარ. ის ჯერ ჩემნაირ მებრძოლს არ შეხვედრია. უბრალოდ გავანადგურებ, ალექსს ნოკაუტის ძალა არ აქვს.
ვოლკანოვსკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ის ხალხს აუცილებლად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. თუმცა მასზე ბევრად კარგი ვარ. არ არსებობს კომპონენტი, რაშიც ჩემზე უკეთესია. უბრალოდ, მასზე მაღლა ვდგავარ", - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.
მომზადებულია mmafighting.com-ის მიხედვით
"არადა, ძალიან მიხდება" - თოფურია და ვოლკანოვსკი ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ [VIDEO]
"ვოლკანოვსკი თუ თოფურია?" - რონალდომ არჩევანი გააკეთა
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თოფურიას პირადად ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ გაამხნევა [PHOTO]