"მომიყვანეთ ახლავე!" - მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ შონ ო'მალის მიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე წუთის წინ UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა.

ბრძოლის შემდეგ მერაბმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი სამიზნე შონ ო'მალი იქნება.

"ძალიან ამაყი ვარ, რადგან ბევრი ვიშრომე. ადვილად არასდროს არაფერი მიმიღია, თუმცა როდესაც ბევრს იშრომებ, ეს აუცილებლად დაფასდება. დღეს ყველაფერმა მაგრად ჩაიარა.

უმაგრესი გუნდი და მხარდამჭერები მყავს. ახლა კი სატიტულო ბრძოლა მჭირდება. მომიყვანეთ შონ ო'მალი ახლავე! მინდა 10 რაუნდი ვიბრძოლო. მომიყვანეთ ეგ მსუქანი! ჩემპიონთან ჩხუბი მსურს.

ამ ბიჭს 2018 წლიდან
ვიწვევ, მნიშვნელობა არ აქვს ვის შევებრძოლები. ნებისმიერს შევხვდები და დავამარცხებ", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, სატიტულო ბრძოლაში მეორე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. 
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოროტ, ბოღმა ნაცებს ვუსამძიმრებ, ქართველი ვაჟკაცების გამარჯვებას! მათ ხომ არაფერი უხარიათ, როცა ჩვენი სპორტსმენენი იმარჯვებენ?
მაგრები ხართ ლომებო!
16:08 18-02-2024
15
გენაცვალე მერაბ მხეცი ხარ .... მაგარია ორივე ქართველმა მოიგო,გილოცავთ ილია თოფურია,მერაბ დვალიშვილი ჯიგრები ხართ შესანიშნავი დღეა
Kvekeskiri
13:35 18-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული