"ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ, თოფურიასთან მატჩრევანში მსურს" - რა თქვა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ

AutoSharing Option
UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ თოფურიასთან მატჩრევანში სურს.

"თავიდან კარგად დავიწყე, საწყის წუთებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ მისი უპირატესობა ძალა იყო. ისღა დამრჩენია, ილიას გამარჯვება მივულოცო, მან კარგად იმუშავა.

მატჩრევანში მსურს, არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლა სად იქნება. ვფიქრობ, რომ ამას ვიმსახურებ. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ბრძოლაში განსხვავებულ შედეგს იხილავთ.

მართალია, რომ თოფურიას მარჯვენათი დარტყმულს ვერავინ აიტანს, თუ მასთან ნოკდაუნში აღმოჩნდები, აუცილებლად გაითიშები.

ილია ძალიან
კარგი ბიჭია. გამარჯვებას ვულოცავ! ვფიქრობ, თოფურიასთან კიდევ ერთი ბრძოლა დავიმსახურე. ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. "მატადორის" ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

alt"Well done, биджо" - მახაჩევი თოფურიას გამარჯვებას გამოეხმაურა

alt"იცით რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია" - ჩემპიონის პირველი კომენტარი

alt"ვაიმეე, ბოდიშით რა... ეს რა იყო?" - ბექაური თოფურიას გამარჯვების შემდეგ გაგიჟდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა გინდა კაცურად მოიქცა და მიულოცა გამარჯვებულს
მიხო
16:05 18-02-2024
0
ერთერთი უდიდესი ჩემპიონი იყო ვოლკი ამ ორგანიზაციაში. მაგრამ ახლა ილიას დროა
ხომ ერა
16:24 18-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული