მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.

დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
დაამარცხა კი არა შლანგივით აფორთხიალა
ტაირუშა
10:08 15-09-2024
0
ო'მალი სერიოზული სპორტსმენია, პატიოსნად ვიტყვი რომ სპორტის ეს სახეობა არასოდეს არ იწვევდა ჩემში ინტერესს, პირიქით. მაგრამ რადგან მერაბის გაჩემპიონებას ეხებოდა საქმე, რა გამომატოვინებდა, მართლა სერიოზული სპორტსმენია ამერიკელი, მთელი ხუთი რაუნდი ელოდებოდა თავის შანს, კარგი დარტყმები აქვს და მერაბი თუ ერთი წამით მაინც მოდუნდებოდა და კონცეტრაიას დაკარგავდა, შეიძლება ნოკაუტის დარტყმაც მიეღო, მაგრამ მერაბმა ამის საშუალება არათუ არ მისცა, შანსი არ დაუტოვა
221122
10:49 15-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული