მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.

დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვულოცავ მერაბს და სრულიად საქართველოს! დანა უეიტსაც ვულოცავ:)) რომელსაც დანა კბილს არ უხსნიდა მერაბის გამარჯვების შემდეგ:)) გასკდით მტრებო გულზე,გაიხარე საქართველო!
გურულო
14:07 15-09-2024
0
ა ბატონო, პარტიული სიის 21 ე კანდიდატი.გააჩნია რას შეპირდებით.
ჟორა
13:59 15-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული