"ო'მალის ბრძოლისას ამიტომ ვაკოცე" - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი?

AutoSharing Option
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდში მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის აკოცა. დვალიშვილის თქმით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ მეტოქეს სრულად აკონტროლებდა და დომინირებდა.

"ო'მალის იმიტომ ვაკოცე, რომ მასზე ვდომინირებდი და ბოლომდე ვაკონტროლებდი. მსურდა, რომ ეს ეგრძნო", - განაცხადა დვალიშვილმა.

5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის
დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის
პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.

დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

alt"ვაიმე, ღმერთო, ვაიმეე"- ლაშა ბექაურის ემოციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

alt"დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. შონი შესანიშნავია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე..."- მერაბ დვალიშვილის კომენტარი საჩემპიონო ბრძოლის მოგების შემდეგ

altმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
-აკოცა!
-აკოცაა?!
- კინაღამ აკოცა...DDDD)))
ალექსანდრო
17:33 15-09-2024
0
ხოოოო
ეეე
15:40 15-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული