"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ ამავე დივიზიონის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი მერაბისთვის მისალოცადაა მისული.

"ეს იყო პიტერიანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ასეც მოხდა, მეორე დღეს UFC ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტობრივად, მიჩალიჩებდა ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან, მაშინ, როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის. მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს
დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემ მიმართ", - წერს დვალიშვილი.

უმარ ნურმაგომედოვი პერსპექტიულ მებრძოლად ითვლება. მიუხედავად ამისა, მას ჯერჯერობით ტოპ 15-ში მხოლოდ ერთი მებრძოლი, კორი სენთჰეგენი ჰყავს დამარცხებული.

მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

alt"ო'მალის ბრძოლისას ამიტომ ვაკოცე" - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი?

altცნობილია, რა თანხას მიიღებს მერაბ დვალიშვილი ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ

alt"ვაიმე, ღმერთო, ვაიმეე"- ლაშა ბექაურის ემოციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

alt"დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. შონი შესანიშნავია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე..."- მერაბ დვალიშვილის კომენტარი საჩემპიონო ბრძოლის მოგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 30 /
დაანებე თავი მერაბ. გაატარე და ნუ შეიმჩნევ. არ არის საჭირო ყველა რუსეთის წარმომადგენელ კაზიოლს რომ გასცე პასუხი. ან მაგის მოლოცვა რაში გჭირდება? სხვები ხომ გილოცავენ? ჰოდა შეირგე და ისიამოვნე, დატკბი ცხოვრებით. მოიყვანე ცოლი, გაამრავლე ქართველები და იყავი კიდევ დიდხანს პირველი ნომერი ჩვენი გულების გასახარად. სულ წარმატებულს გევლოს!!!
ფეოლა
12:00 19-09-2024
5
ხოდა ჩემო ძმაო დააყოლე ზემოდან ეგ ბიჭიც და ეგაა.
ოღონდ რაც იმ კუდრაჭას უქენი ისე,თორემ ოდნავ თანაბარ ბრძოლაში შენ ხელს ბოლოს არავინ აგაწევინებს...
Lobotka
12:16 19-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული