
"ქართველ მატადორს" ზუსტად ერთ თვეში, 26 ოქტომბერს, UFC ABU DABI-ზე, ქვემსუბუქი წონის ლეგენდა მაქს ჰოლოვეისთან (26-7) საჩემპიონო ორთაბრძოლა ელოდება. ეს დაპირისპირება UFC-ის გულშემატკივრებისთვის სტილისტურად ერთ-ერთ საინტერესო ბრძოლად არის მიჩნეული, რადგან ილია, რომელიც საოცარი გამთიშველი დარტყმით გამოირჩევა, ხვდება მებრძოლს, რომლის დაძინებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ილია თოფურიამ UFC-ის ქამარი ასევე ლეგენდარულ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (26-4), მეორე რაუნდის ნოკაუტით მოიპოვა.
Შეგახსენებთ, "ქართველი მატადორი" ეგრედწოდებული POUND-FOR-POUND რეიტინგის მე-4 ნომერია, მახ მხოლოდ ჯონ ჯონსი (27-1), ალექს პერეირა (11-2) და ისლამ მახაჩევი(26-1) უსწრებენ.
ილია თოფურიას გარდა, ამავე რეიტინგს კიდევ ერთი ქართველი "მანქანა" მერაბ დვალიშვილი (18-4) ამშვენებს, რომელიც მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა