"სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მლნ ლარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას" - მერაბ დვალიშვილი

AutoSharing Option
მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, - ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ
ჩემს ქველმოქმედებაში”, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო, თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.

წყარო: ინტერპრესნიუსი

altმერაბ დვალიშვილი საქართველოშია - UFC-ის ქართველი ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა [VIDEO]

altმერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს

alt"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?

მკითხველის კომენტარები / 27 /
კარგით რა, ასე ერთიანად რამ გადაგაგვარათ ყველანი. ისტორიის არ ცოდნა უდიდესი დანაშაულია.. სტალინი რომ დიდი ბოროტება იყო და საქართველოსთვი კარგი არაფერი გაუკეთებია, ეს ხომ ცხადზე ცხადია. როგორ იკადრა და ქართველზე ცუდი რატომ თქვა თურმე)) ( მაგისი ქართველობა ისედაც საეჭვოა ) დიახაც, ის თქვა რაც უნდა ეთქვა . სტალინი იყო უდიდესი ბორეტება!! გაგიმარჯოს, მერაბ, შენი სიკეთით და ღმერთმა ბევრი გამარჯვება გაზეიმოს. მისაბაძია შენი ეს საქციელი.
სტალინისტებს
17:04 30-09-2024
33
ვინც დიზლაიკებს უსვამთ მერაბს: ტოვარიშჩი გრუზინი დელუ ლენინა ვერნი ))
გია_544
16:22 30-09-2024
20

სიახლეები პოპულარული