"მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი, სადაც ვოლკავნოვსკის უკვე აქვს ერთი ოთახი" - ილიას მიმართვა მაქს ჰოლოვეის

AutoSharing Option
26 ოქტომბერს UFC 308 გაიმართება - ერთმანეთს ილია თოფურია (15-0) და მაქს ჰოლოვეი (26-7) დაუპირისპირდებიან.

ღონისძიების მთავარმა მებრძოლებმა დაპირისპირებამდე ESPN MMA-ს პირდაპირ ჩართვაში სიტყვები გაცვალეს და მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრეს.

ქართველმა "მატადორმა" მეტოქეს კრივის მონაცემები დაუწუნა და უთხრა, რომ მას არც დარტყმის სიძლიერე გააჩნია და არც ტექნიკა. მაქსსა და ჯასტინ გეიჯის (25-5) ორთაბრძოლას, რომელშიც ჰოლოვეიმ ბოლო წამის ნოკაუტით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა, ილიამ მოსაბეზრებელი უწოდა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, თოფურიამ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც (26-4) გაჰკრა კბილი, რომლის წინააღდეგაც UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამარი
მოიპოვა. "მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი. ვოლკანოვსკის აქვს უკვე ერთი ოთახი და 26 ოქტომბერს მეორეში შენ შეგიშვებ", - მიმართა ილიამ მაქს ჰოლოვეის.

ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის POUND FOR POUND-ის რეიტინგის მე-4 ნომერია, მაქს ჰოლოვეი კი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. დაპირისპირება MMA-გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი საინტერესოა, რადგან ერთმანეთს სტილით ორი მსგავსი მებრძოლი შეხვდება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 5 /
სიბერეზე ქილიკი ულამაზო მგონია ილია
ტოტტი
23:49 10-10-2024
3
ამ მახინჯ შოუს არა თუ არაფერი აქვს საერთო სპორტთან, ძირეულადაც კი ეწინაარმდეგება. ეს არის ანტისპორტი, რადგან სპორტული პრინციპი დაფუძნებულია ურთიერთპივისცემაზე, ეს კი ზიზსა და უზრდელობაზე, რიტიც სამწუხაროდ ისედაც სუნთქავს ჩვენი დრო. ეს არ არის სპორტი და სპორტული გამოცემების არ უნდა განიხილავდნენ, მაგრამ პოსტმოდერნში ცხოვრება ამას გულისხმობს
რეზო
16:31 11-10-2024
1

სიახლეები პოპულარული