ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
"მოგესალმებით ყველას. ვიცი, რომ ჩემი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ჩემთვის არა. ვერ ვხვდები, რატომ ეგონა მაქსს, რომ ოქტაგონის გარშემო სირბილს დავიწყებდი და გავექცეოდი. "მატადორი" ხომ არასდროს გარბის!
დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, ეს ვთქვი და გავაკეთე.
ახლა ცოტა ხნით დასვენება მჭირდება შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. ვინ იქნება ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე? არ მაინტერესებს. UFC-იმ მხოლოდ დრო, ადგილი და მეტოქე დაასახელოს, მე მზად ვიქნები", - განაცხადა თოფურიამ.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
არის!!! ილია თოფურიამ UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა [VIDEO]