"ჩემთან ბრძოლა უნდა დაიმსახუროს" - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა Match TV-სთან ინტერვიუში ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში წონის შეცვლას და მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობას სერიოზულად განიხილავდა.

"არ ვაპირებ, რომ ილიას შანსი ახლავე მივცე, რადგან თავის წონით კატეგორიაში რამდენიმე ძლიერი მებრძოლი ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია. როდესაც შანსს დაიმსახურებს, აუცილებლად ვიბრძოლებთ", - განაცხადა მახაჩევმა.

შეგახსენებთ, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. 

alt"ილიას

მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი

alt"ქართულ სიმღერაზე ვფიქრობდი" - რატომ აირჩია თოფურიამ "გლადიატორის" საუნდტრეკი [პრესკონფერენცია]

alt"დიდად ვერ გამაოცა" - UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე
 

მკითხველის კომენტარები / 14 /
შე არასწორო, მერაბს ქამარი მოგებული არ ქონდა შეუთვალა ეჩხუბე ყველას ვინც შემოგთავაზებსო. როგორც ჩემპიონს ეკადრებაო! ეს დებილი
ვასილი
21:37 15-02-2025
0
მარკეტინგულად ამ ბრძოლის ეხლა ჩანიშვნა არ იქნება გამართლებული, დანა არის ბიზნესმენი და ორიენტირებულია დიდ ფულად მოგებაზე, ამიტომ ტემპერატურა როცა საკმაოდ მაღლა აიწევა და ფსონებიც გაიზრდება მაშინ ჩანიშნავს ამ ბრძოლას თუ მანამდე ეს მდგომარეობა შენარჩუნდება
მამუკა
17:23 15-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული