შეთანხმება ახლოსაა - UFC-ის ღონისძიება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ჩატარდება?

AutoSharing Option
ივნისის თვეში, UFC-ის Fight Night ღონისძიება დიდი ალბათობით, აზერბაიჯანში გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველადი შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

ჰელვანის ინფორმაციით, ღონისძიების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ღონისძიება 21 ივნისს შედგება.

ცნობისთვის, ამჟამად UFC-ში ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი ასპარეზობენ.

alt"საქართველოში ჩასვლაზე გონივრული რამე გეფიქრებათ?" - დანა უაითის პასუხი თურქ ჟურნალისტს [VIDEO]

alt"აი, ასეთი ურთიერთობა მაქვს მერაბ დვალიშვილთან" - დანა უაითი
 

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი აირჩიეს საქართველო. სად ვატარებთ ?
კოკო
20:44 21-03-2025
1
არაუშავს ჩვენთან პპვ ივენთს ჩავატარებინებთ მელოტ ტუტუცს რა სისულელეა ისე რა აზერბაიჯანი და უფსი ან ფ1 :დდ ანუ საქმე მარტო ვენიუში არ ყოფილა იმიტომ რომ ბაქოს არც ისე დიდი სპორტული დარბაზი აქვს ტევადობით თითქმის თბილისის არენის ტოლია.მაგრამ ჩვენი უდაოდ "შედევრია".აი ასე უშნოდ აშენებული დარბაზი და თან ამდენი დახარჯო აი არ ვიცი რანაირად?არანაირ სტანდარტში არ ჯდება.სავარაუდოდ ჩრდ კავკასიელებს მიასხამს და თურქებს დანა ძია ბაქოში აბა ქართველები ფაით ნაითზე არ იბრძოლებენ.ფიზიევს მოუწევს ისევ მეინ ივენთზე გასვლა.ახლა ფიზიკურად კავკასიელი ვარსკვლავი არ მოიძებნება ფაით ნაითზე აზერბაიჯანში იჩხუბოს.იმედია ახალ ქართველებს ვნახავთ უფს ბაქოში
აბგდ
15:19 21-03-2025
1

სიახლეები პოპულარული