თოფურია VS ცარუკიანი - ერთი პირობით!

AutoSharing Option
სხცადასხვა MMA მედიის მიხედვით, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მსუბუქი წონის რეიტინგის პირველ ნომერ არმან ცარუკიანთან ბრძოლის ვარიანტს განიხილავს. 

როგორც წყაროები აღნიშნავენ, "ლეგენდა" მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება სომეხ სპორტსმენთან ჩხუბს, თუ ეს სატიტულო მატჩი იქნება. ეს დაპირისპირება იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევი წონას შეიცვლის. 

ამჟამად, მსუბუქი წონის ჩემპიონი სწორედ დაღესტნელი მებრძოლია, რომელსაც ტიტულის დაცვა ჯასტინ გეიჯისთან სურს. თოფურიამ კი განაცხადა, რომ ორგანიზაცია ქამარზე ბრძოლას შეჰპირდა და ამიტომ დატოვა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონი.

თუ მახაჩევი ზედა წონაში არ
ავა და მსუბუქში დარჩება, ილიას ორი რეალური ვარიანტი აქვს: ან ტიტულზე ისლამთან ჩხუბი ან დროებით ქამარზე ჩარლზ ოლივეირასთან მატჩის ჩატარება. სხვა შესაძლებლობებს ქართველი მებრძოლი არ განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ვერ გაიგეთ? თქვა: -თუ მახაჩევი ზედა წონაში ავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქამარი თავისუფალია და მე და ცარუკიანი ქამრისთვის ვიჩხუბებთო, ანუ მე მორიგი ჩხუბი კი არ მინდა, არამედ ქამრისთვის ჩხუბი მინდაო, ისე, როგორიც დაპირება იყოვო. თუ მახაჩევი ზედა წონაში არ ავა, მაშინ მეჩხუბოსო.
ჟორა გაბრიჭიძე
19:20 07-04-2025
0
თუ მახაჩევი ზედა წონაში ავა,რისი სუევილიც არაერთხელ გამოუთქვამს(თუმცა ესეც გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული),მაშინ ილია ავტომატურად ხომ არ გადაყვება მას? აბსურდია ეს.ასეთ შემთხვევაში წონაში დარჩენილთაგან უპირველესთან მოუწევს შებრძოლება.ვფიქრობ მარტივად გასაგები უნდა იყოს და ეს წარმოდგენილი მასალიდანაც ნათლად სჩანს.
ბრაზი
18:42 07-04-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული