"თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა მიმეღწია ამ შედეგისთვის, თორემ მოგება კი არა ფინალში ძლივს გავედი"

AutoSharing Option
ნიჩბოსნობის მსოფლიო თასის პირველი ეტაპის მოგების შემდეგ ქართველემა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ გულშემატკივრებს მიმართა.

"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის, მიხარია რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ, ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა მიმეღწია ამ შედეგისთვის, თორემ მოგება კი არა ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს რომ ვუგულშემატკივრებთ და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ, გვიყვარდეს ერთმანეთი
და ამით ნამდვილად გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა?!" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

პოზნანში ზაზამ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა და პირველი ტურის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაიდაროვი, ხოლო მესამეზე ბელარუსი არსტენ კოზირი.

შემდეგი ეტაპი დუისბურგში გაიმართება 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. მსოფლიო ჩემპიონი სპორტსმენის მიერ ყველა შეჯიბრზე დაგროვებული ქულებით გამოვლინდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზა გილოცავთ, იძლიერე და მრავალჯერ ასახელე საქართველო!
გიორგი
27 მაისი 2019 10:11
0
გილოცავ ნამდვილო ქართველო ადამიანო! და მართალი ხარ რასაც ამბობ იმაში, რომ ქართველები ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ! ღმერთი შენსკენ და სულ წარმატებები!
უბრალოდ კაცი
27 მაისი 2019 09:47
0
ზაზა გილოცავთ მთლიანად საქართველო , შენ შემართებას , შენს გულს და სულს გაუმარჯოს ესე მაგრად და ჯიგრიანად რომ ბრძოლობ ... შენ რომ მოინდომებ უეჭველი მსოფლიოს აიღებ , იმიტომ რომ მებრძოლი ხარ , შენი გულიც , სულიც და გენებიც იბრძვის და აუცილებლად შეგეწევა უფალი. ღმერთმა ხელიც ,და ფეხიც მოგიმართოს, გაგაძლიეროს და ბედნიერი გამყოფოს ,, ორსავ სოფელსა შინა"...
სოსო
26 მაისი 2019 21:09
0
ზაზა,ვამაყობ იმით,რომ მეც იმ ქვეყნის შვილი ვარ,რომელშიც შენ დაიბადე და გაიზარდე.საამაყოა ისიც,რომ ჩემს სამშობლოს შენნაირი თავდადებული პატრიოტი,თავისი საყვარელი საქმის უმაღლესი დონის წარმატებული პროფესიონალი სპორტსმენი ჰყავს.დიდი მადლობა ყველაფერ იმისთვის,რასაც შენ ასე გმირულად,თითქმის მარტო აკეთებ საქართველოსთვის.მოუთმენლად ველოდები შენს ასპარეზობებს და თითქმის მუდამ წინდაწინ ვგრძნობ-ხოლმე-უმედლოდ ზაზა არც დღეს დარჩება.გილოცავ ჩემპიონო!
გიორგი ჯანიკაშვილი
26 მაისი 2019 18:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული