სპორტი და მოდა: ისინი ყველაზე კარგად იცვამენ [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ჟურნალ Sports Illustrated-ის ექვსმა ექსპერტმა მსოფლიოს ყველაზე მოდური სპორტმენები გამოავლინა. აქ ტოპ-ათეულია წარმოადგენილი...

10. მარია შარაპოვა, ჩოგბურთი
Sports Illustrated-მა შარაპოვა კრიშტიანუ რონალდუზე ერთი საფეხურით მაღლა დააყენა - პირველ რიგში უბრალო სამოსის არჩევის ნიჭის გამო, რომელიც ნებისმიერ ღონისძიებას ერგება.

9. ანდრე იგუოდალა, კალათბურთი
"ცხოვრების თითოეულ დეტალში შენ წარმოადგენ საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახსა და საკუთარ ბრენდს. ასეთი მიდგომა მასწავლეს ბავშვობიდან და ეს ტანსაცმელსაც შეეხებოდა. ყოველთვის მქონდა ტანსაცმელი სკოლისთვის, ტანსაცმელი ეკლესიისთვის, ტანსაცმელი სპორტისთვის".

Sportall.Ge

8. ლუის ჰემილტონი, ფორმულა 1
"ბავშვობაში
ჩემზე ძალიან იმოქმედა ჰიპ-ჰოპის კულტურამ. ყველაზე მეტად მიყვარდა თუპაქი. კიდევ ჩემთვის სტილის ეტალონი იყო ფარელ უილიამსი. მისთვის სულ ერთია, რას ფიქრობენ სხვები. ის აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. მე ეს მომწონს".

Sportall.Ge

7. დუეინ უეიდი, კალათბურთი
"მთავარი - "ჯოგერებია" (უხეშად რომ ვთქვათ, შარვალი რბენისთვის). ასეთი ბევრი მაქვს. მაგრამ, ამასთან, ისინი მოდური უნდა იყოს და არა მოძველებული. მართალია, უკვე მამა ვარ, მაგრამ არ მინდა ჩამორჩენილი ვიყო".

Sportall.Ge

6. ჰენრიკ ლუნდკვისტი, ჰოკეი
"ჰოკეი - სპორტის კონსერვატული სახეობა იყო ყოველთვის. როცა NHL-ში ჩამოვედი სათამაშოდ, უფროსი პარტნიორები დამცინოდნენ კოსტუმების, წვრილი ჰალსტუხებისა და მოტკეცილი ჯინსების გამო. მაგრამ, ყველაფერი ნელნელა იცვლება. ახლა, ბიჭები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ გარეგნულ მხარესა და სტილს".

Sportall.Ge

5. ლებრონ ჯეიმსი, კალათბურთი
Sports Illustrated-ის ექსპერტების სიტყვებით, NBA-ის მეფე ბოლო წელს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა მოდას.

Sportall.Ge

4. როჯერ ფედერერი, ჩოგბურთი
აქ ყველაფერი მარტივია. როჯერი - კლასიკის მეფეა.

Sportall.Ge

3. სერენა უილიამსი, ჩოგბურთი
"ვგეგმავ ფეხმძიმობის დროსაც მოდური ვიყო, გავაგრძელებ ქუსლებზე სიარულს. ვამაყობ ჩემი სხეულით და მინდა, რომ ტანსაცმელი ამას ხაზს უსვამდეს".

Sportall.Ge

2. ვიქტორ კრუზი, ამერიკული ფეხბურთი
"ჩემი სტილი დიდი ხანია მოძებნილია: ბეისბოლის ქურთუკი, მაისურები, კოსტუმები. მაგრამ, ახლა, მოვიდა რაღაც ახლის გამოცდის დროს. უნდა გამოვიდე ჩემი სტილიდან".

Sportall.Ge

1. რასელ უესტბრუკი, კალათბურთი
"დედა თვალს ადევნებდა იმას, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში მოდის მიმდევარი ვყოფილიყავი და ყურადღება მიმექცია გარეგნული მხარისთვის - მაშინაც კი, თუ ამის საშუალება არ მქონდა. დედა ყოველთვის მაკვირდებოდა".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული