კრიშტიანო რონალდომ ცოლს დაბადების დღე ჩაუშხამა [PHOTO]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა ლამაზმანის 24 წლის დაბადების დღე Marbella beach club-ში აღნიშნეს, თუმცა წყვილს სადღესასწაულო განწყობა არ ეტყობოდა.

როგორც Thesun-ი წერს, ეს სავარაუდოდ, იმ ხმებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, პორტუგალიელი შემტევი მოდელ რიან საჯინს მესიჯებით ეფლირტავებოდა.

რესტორანში შესვლისას ჯორჯინა სახეს ჩანთით იფარავდა, ხოლო რონალდო ძალიან ცუდ ხასიათზე იმყოფებოდა. მათი განწყობა არც რესტორანში შესვლის შემდეგ შეცვლილა, ისინი მთელი საღამოს განმავლობაში ცუდ ხასიათზე მყოფნი საუბრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, რონალდო რიანს 2009 წლიდან იცნობს და რეგულარულად ეფლირტავება მესიჯებით, თუმცა მოდელი 2014 წლის შემდეგ
დანიშნულია. ბოლოს ამის შესახებ მოდელის საქმრომ გაიგო, რონალდოს დაურეკა და თავის შეკავება მოსთხოვა. როგორც ამბობენ, რონალდოს მას შემდეგ რიანისთვის აღარ მიუწერია.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული