გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის პერიოდში საკუთარი ხელფასი მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

როგორც ინტერნეტგამოცემა reginfo.ge იუწყება, გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა, ორი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის 100% - 64 016 ლარი, მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

2016 წლის მარტში გოჩა ჯამარაულმა თავისივე სახელობის ფონდი დააფუძნა, სადაც საკუთარ ხელფასს სრულად რიცხავდა. ფონდიდან დახმარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეძლეოდათ.

გარდა ამისა, გამოცემა გოჩა ჯამარაულის სამეწარმეო საქმიანობაზეც წერს.

კერძოდ
კი, 2010 წლის 1-ლი აგვისტოდან ჯამარაული შპს "სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" ერთ-ერთი პარტნიორი და კაპიტალის 60%-ის მფლობელია. 2016 წელს მან სამეწარმეო საქმიანობიდან 900 000 ლარის, 2017 წელს კი 480 000 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.

წყარო: reginfo.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამასწინათ თქვა ერთ გადაცემაში მორწმუნე კაცი ვარო და არ დავიჯერე ჩვეულებრივი პაკაზუხობა მეგონა, მაგრამ მართლა კარგი ქრისტიანი ყოფილა.
ბოდიში გოჩა
11:51 14-03-2018
0
ქვევით დავწერე რომ სიმართლე იქნება ეს ქველმოქმედება თქო, რადგან ისედაც შეძლებული კაცია და ის ხელფასი არ დაენანებოდა ქველმოქმედებისთვის თქო. რა ვთქვი ტყუილი და არ მოსაწონი? :)
Lagashi
09:54 14-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული