თბილისის მერია სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფას იწყებს

AutoSharing Option
თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, შეადგენს 320 ათას ლარს, თუმცა პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 600 ათასი ლარია.

"როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტი იქნებოდა, ახალგაზრდებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული ცხოვრება. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, თუმცა სპორტული ცხოვრება სხვა წარმატებების საწინდარია. ამიტომ მერია აქტიურ
მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე. წელს პირველად, ვიწყებთ ახალ ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფას. ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს და ელემენტარულად არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიმართულებით იქნება ჩვენი მხრიდან თანადგომა", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ბიუჯეტი წელს 600 ათასი ლარია. თანადგომა იქნება შემდეგი სახეობებისთვის - სამბო, კრივი, საცხენოსნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი.

"ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბებისა და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას და მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით", - განაცხადა კალაძემ.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გთხოვთ , მიხედოთ ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს !!!!!!
მიშა63
17:48 03-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული