შარლოტა პირონი - ფრანგი ფეხბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი [PHOTO]

AutoSharing Option
შარლოტა პირონი საფრანგეთის ნაკრებისა და "მარსელის" ნახევარმცველის, ფლორიან ტოვენის მეგობარი გოგონაა.

შარლოტა "მის რივიერა 2014"-ისა და "ვიცე-მის საფრანგეთი 2015"-ის წოდების მატარებელია. გარდა ამისა, ლამაზმანი "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ლუი პირონის შვილიშვილია.

ტოვენი 2015-17 წლებში "ნიუკასლში" ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ ინგლისურმა კლუბმა ის "მარსელში" გაანათხოვრა, სადაც მან აქტიურად დაიწყო გოლების გატანა და 2017 წელს "მარსელმა" ის გამოისყიდა. ამისთვის მადლობა ტოვენმა 22 გატანილი გოლით გადაუხადა.

შარლოტა ტოვენს მსოფლიოს ჩემპიონატზეც მხურვალედ გულშემატკივრობდა, თუმცა ფლორიანს მოედანზე გამოსვლა არ მოუწია.

წყვილი უკვე წლებია ერთმანეთს ხვდება.
ფრანგ ფეხბურთელთან ურთიერთობის შემდეგ შარლოტას პოპულარობა უფრო მეტად გაიზარდა და ინტერნეტში ახალგაზრდა ლამაზმანს ბევრი ხელმომწერი გამოუჩნდა.

Sportall.Ge

altმსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული