თავად ხაბიბს მეივეზერთან ММА-ს წესებით ჩხუბი სურდა.
"მე სპორტის საბრძოლო სახეობების სახე ვარ. კრივი იქნება ეს თუ MMA, ამ ყველაფრის სახე ვარ. არც მანაღვლებენ ეს ბიჭები. მაკგრეგორმა უკვე იცის, რა ხდება მსგავს სიტუაციებში. ხაბიბი არ მოკეტავს და მასზეც ვიზრუნებ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს.
ყველაფერი ყოველთვის ჩემებურად ხდება. მე ყოველთვის მთავარი მხარე ვარ და MMA-ს წესებით არ ვიჩხუბებ. ყველაფერი ჩემი წესებით ხდება. ბევრს ვმუშაობდი, რომ
დეგენერატი არ ვარ და სპორტის სხვა სახეობაში არ შევძვრები. მაშინ ამ სახეობით თავიდანვე დავკავდებოდი, მაგრამ მე მოკრივე ვარ", - ციტირებს მეივეზერს MMA Junkie.
"ამ ადამიანის შესახებ აქამდე არაფერი გამიგია" - ფლოიდ მეივეზერმა ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა გააუქმა
ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს ორ ბრძოლას სთავაზობს
UFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბმა და მეივეზერმა ოქტაგონზე უნდა იბრძოლონ და არა რინგზე