სლოვაკი, ბერძენი, ახალზელანდიელი - აირჩიე საქართველოს ნაკრების წლის საუკეთესო მწვრთნელი

AutoSharing Option
ბერძენი, ახალზელანდიელი, სლოვაკი - ალბათ მიხვდით სამი წამყვანი გუნდური სახეობის მწვრთნელებზეა საუბარი. ილიას ზუროსი, მილტონ ჰეიგი და ვლადიმირ ვაისი. მათი საქმიანობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშაა, მათ სიხარულიც ახლავთ და იმედგაცრუებაც.

მილტონ ჰეიგი მათ შორის "ყველაზე ქართველია", რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეჩვია და თავისად განიხილავს.

ილიას ზუროსი ცხარე ბერძნული მენტალიტეტით გამოირჩევა, თუ აფეთქდა მტრისას! თუმცა რეალურად იმდენად თბილი ადამიანია, გაგიჭირდება იმის გააზრება, რომ პარკეტთან იგივე ადამიანი იდგა.

ვლადიმირ ვაისი დახვეწილობით გამოირჩევა, უყვარს დისციპლინა, ნაკლებად კონტაქტურია თუმცა თავის შეგირდებთან ურთიერთობა შეუძლია.

ჰოდა ეს
სამი მწვრთნელი ან სიხარულს გვაჩუქებს ან ვერა, გამოკითხვა კი შემდგომში მდგომარეობს. რომელმა მწვრთნელმა იმუშავა 2018 წელს ყველაზე კარგად, მანამდე კი მათ მონაგარს გადავხედოთ.

ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

Sportall.Ge

ვაისისთვის 2018 წლამდე ნამდილად კოშმარი იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ისე ჩავატარეთ მოგება არ გვქონდა. 2018 წელი ამხანაგური მატჩებით განვაახლეთ - მარტში ლიეტუვას 4:0 ვძლიეთ, შემდეგ ესტონეთიც 2:0 დავამარცხეთ. ივნისში კი მალტას 1:0 მოვუგეთ, ლუქსემბურგთან  0:1 დავთმეთ. ესე შევეგებეთ ერთა ლიგის ახალ ტურნირს, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.

ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი სექტემბერში პირველივე ტურში გვქონდა, მთავარ მეტოქეს, რომელიც ჯგუფიდან გასვლში უნდა შეგვცილებოდა, ყაზახეთშივე 2:0 დავამარცხეთ, თბილისში კი ლატვიას 1:0 ვძლიეთ. ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას ორი 3:0-იანი ანგარიში დავაფიქსირეთ, ჯერ ანდორა დავამარცხეთ თბილისში, შემდეგ ლატვია რიგაში.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ყველა მოგებით მაინც ვერ დავასრულეთ, ანდორამ არ დაგვანება და ლა ველაში 1:1 გვეთამაშა, ფინალურ ტურში კი ყაზახეთს თბილისში 2:1 ვძლიეთ.

საბოლოოდ ვაისმა ერთა ლიგის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოგვიპოვა და მეოთხე კალათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში. მთავარი პრობლემა, რაც ვაისის მიმართ ტრადიციულად იყო, ეს დაგვიანებული შეცვლები და რამდენიმე შემთხვევაში სელექცია იყო. თუმცა სლოვაკი 2019 წელს 8 მოგებით 1 ფრითა და 1 მარცხით ხვდება.

ილიას ზუროსი - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი

Sportall.Ge

ბერძენს არ ჰქონია ნამდვილად მარტივი წელი, მას ყველაფერმა შეუშალა ხელი რაც შეიძლება მომხდარიყო - ეს იყო კალათბურთელთა გამუდმებული ტრავმები და ევროლიგა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ამ ფორმით ჩატარებას აზრი დაუკარგა.

წლის დასაწყისი თებერვალში შესარჩევის მესამე თამაშით დავიწყეთ, ავსტრია შინ 78:64 დავამარცხეთ და ჯგუფიდან გასვლის კითხვები შევამცირეთ, თუმცა მალევე სპორტის სასახლეში გერმანიასთან 77:87 დავთმეთ. ივნისში მწარე მარცხი გვაგემა სერბეთის ნაკრებმა, სპორტის სასახლეში არ დაგვინდეს და 50:87 მოგვიგეს, თუმცა ჩვენსავე არენაზე შემდეგ შეხვედრაში ავსტრიას 98:73 ვძლიეთ.

ჯგუფიდან გასულები, სხვა ჯგუფში გადავბარგდით და პირველივე შეხვედრაში ებრაელებს თელ ავივში 85:80 ვძლიეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედები გაჩნდა, თუმცა თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან ცივი წყალი ჩვენ თვითონვე გადავისხით, სადაც შეხვედრა ბოლო წამებში წავაგეთ (85:86) და გადამწყვეტ მომენტში ილიას ზუროსის ტაქტიკური მონახაზიდან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა.

ბოლო ორი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. ტალინში ესტონეთს 80:73 ვძლიეთ და თბილისში დრამატულ მატჩში ისრაელი 71:69 დავამარცხეთ. საბოლოო ჯამში ზუროსს ყაიმი გამოუვიდა, 5 მოგება და 5 წაგება.

მილტონ ჰეიგი - საქართველოს მორაგებთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

Sportall.Ge

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 9 შეხვედრა მოიგო და 3 წააგო, მილტონის კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი წელი იყო, მისმა ნაკრებმა გამოცდა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, ვერ ჩააბარა.

ჩვენმა ნაკრებმა სეზონი რაგბი ევროპის ჩემპიონატით გახსნა, ჯერ ბელგია გაანადგურეს 47:0 და არც გერმანია დაინდეს საკუთარ არენაზე - 64:0. მარტში ესპანეთთან საკმაოდ რთული შეხვედრა 23:10 მოვიგეთ, შემდეგ კი რუსეთი დავამარცხეთ მისსავე მიწაზე 29:9. ფინალურ მატჩში თბილისში რუმინეთის ნაკრებს ვძლიეთ (25:16) და კიდევ ერთხელ დავეუფლეთ რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასს.

მაისში "ფრანგ ბარბაროსებთან" დაიგეგმა ამხანაგური, სადაც 16:15 მოვიგეთ. ივნისში ტონგას ვძლიეთ 16:15 და ამის შემდეგ ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა სამი ურთულესი შეხვედრა. ჯერ ფიჯისთან დავმარცხდით 15:37, შემდეგ იაპონიამ არ დაგვინდო 0:28 და ბოლოს ნანატრ იტალიასაც შევხდით ნოემბერში და 17:28 დავმარცხდით. წლის ბოლო ორ შეხვედრაში სამოა 27:19 დავამარცხეთ და შემდეგ ტონგას 20:9 ვძლიეთ.
მკითხველის კომენტარები / 91 /
ვაისი
gogi
26 დეკემბერი 2018 13:02
1
თუ შევადარებთ გუნდებს ვის რა დონის მოწინააღმდეგესთან ჰქონდა თამაში მე რაგბისტებს და ჩვენს მილტონს გამოვარჩევდი.
აქვე მინდა ყველა სხვა ნაკრენს წარმატება ვუსურვო!
Qartveli
26 დეკემბერი 2018 12:32
0
we just started to play Football
again that's it
Iakobi
26 დეკემბერი 2018 11:37
0
ვლადიმერ ვაისი (დანარჩენი ორი მწვრთნელიც საუკეთესოა. ეს არჩევანი მაქვს შედეგის გამო)
aburjga
26 დეკემბერი 2018 11:37
2
სუპერ ;)
გიორგი
26 დეკემბერი 2018 11:27
0
ვაისსაც და ზუროსსაც–ორივეს წარმატებული წელი ჰქონდათ,მთავარია–ორივე სანაკრებო გუნდში არის პროგრესი.ამ ორში მაინც ზუროსს მივეცი ამ შემთხვევაში უპირატესობა, ვინაიდან ძლიერ გუნდთან–ისრაელთან მაჟორულ ნატაზე დავასრულეთ წელი.ისე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მაღალი კლასის მწვრთნელები არიან!წარმატებები მათ!!!
ვალერი აბულაძე
26 დეკემბერი 2018 11:23
1
ვაისის მწვრთნელობა არ გაიშვა! კაცმა შეცვლა არ იცის და 1 ადგილზე როგორ გაგყავთ, როცა კალათბურთს და რაგბის ორი გენიოსი წვრთნის?!
ვასო
26 დეკემბერი 2018 10:35
1
ვლადიმერ ვაისი
მერაბ
26 დეკემბერი 2018 10:17
2
სამივეს წარმატებებს ვუსურვებ! სამივეს ბევრი აქვთ სამუშაო, ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ დავაფასოთ მიღწეულიც... ვაისმა და მისმა ბიჭებმა ჭ კლასის ნაკრებებს მოუგესო, ჩვენი რაგბისტებისთვის რუსეთი გერმანია ბელგია ესპანეთი არარის ჭ კლასი? მაგრამ ამის გამო მათთან გამარჯვება აგდებით მოგვიხსენებია ოდესმე?! დააფასეთ ის რაც გაქვთ! გაიხსენეთ ახლო წარსულია, უზბეკეთს ვერ მოვუგეთ, იორდანიამ მოგვიგო, მოლდოვასთან ყაზახეთთან ფრეები, და ესტონეთმა ტალინში 3-0 მოგვიგო 2015 წელს დაგავიწყდათ როგორც ჩანს! დღეს რაც გვაქ ეგეც არ გვქონდა, დავაფასოთ და კიდევ მეტი და მეტი წარმატებები სამივეს!!!
ბასკი
26 დეკემბერი 2018 09:36
1
შესანიშნაი მწვრთნელია
ზურა
26 დეკემბერი 2018 09:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული