სალომე ზურაბიშვილმა ლაშა ტალახაძე ლაშა თალაკვაძედ მოიხსენია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ლაშა თალაკვაძედ მოიხსენია.

მედლების პირველი კომპლექტის გათამაშებამდე ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონატის გახსნის მოკლე ცერემონია შედგა - მისასალმებელი სიტყვებით, მონაწილე ქვეყანათა დროშების აღლუმით და ქართული ფოლკლორით.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ურსო.

Sportall.Ge

"მოვუწოდებ სპორტსმენებს დაიცვან ფეარ პლეის - სამართლიანი თამაშის წესები. მადლობა ევროპას ამ ნდობისთვის," - განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა

კახიაშვილმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანტონიო ურსოს საგანგებოდ მისთვის დამზადებული ჯილდო გადასცა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამარც ხვინო დედაკაცი!მალე ალბათ დემენცია დაეწყება და მერე ნახეთ არევა...
ვაი ჩვენს პატრონს
10:01 13-04-2019
2
კიდე კაი კობახიძემ ან მდინარაძედ, რომ არ მოიხსენია ან თუნდაც სოფიო კილაძეს.დდდ
ტტტ
22:20 06-04-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული