უკრაინელი ფეხბურთელის მეუღლე: გაშიშვლებას რელიგია არ მიკრძალავს [PHOTO]

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და თურქული "რიზესპორის" ფეხბურთელის, ნიკოლაი მოროზიუკის ცოლი ვრცელი და ემოციური სიტყვით გამოვიდა "ინსტაგრამში". საქმე ეხება იმას, რომ ირინა მოროზიუკი მეტად თამამი ფოტოებით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, თუმცა ეს სითამამე მხოლოდ ფოტოებს არ ეხება.

Sportall.Ge

წყვილი ერთმანეთს არ ზღუდავს და ჩვეულებრივ რამედ მიაჩნიათ "ინსტაგრამზე" სრულიად შიშველი ფოტოების განთავსება. სწორედ ამ საკითხს და ზოგადად, ცოლქმრული ურთიერთობის თემას შეეხო ირინა მოროზიუკი.

Sportall.Ge

"როგორი რეაქცია აქვს შენს ქმარს ფოტოებზე? არაფრად მიგაჩნია, რომ დაქორწინებული ხარ? ქმართან ერთად არ ცხოვრობ? არ გეშინია, რომ გიღალატებს? და ა.შ. აი,
მე სულ მიჩნდება კონტრშეკითხვა: რომელი ფოტოები? რა არის იმ ფოტოებში ისეთი განსაკუთრებული, რომ ჩემს ქმარს ცუდი რეაქცია უნდა ჰქონდეს?

Sportall.Ge

დავიწყოთ იქიდან, რომ მე უკრაინაში ვცხოვრობ და რელიგიური და კულტურული ნორმები სხეულის გაშიშვლებას არ მიკრძალავს. ჩვენ მშვიდად დავდივართ ზღვის სანაპიროებზე ბიკინით და ყველაფერი კარგადაა. იქაც ყოველ თქვენგანს 10-ობით კაცი უყურებს ხოლმე და ეს ნორმალურია. ამის ფონზე, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები რატომ იწვევს ასეთ ბუმსა და ამდენ შეკითხვას?

Sportall.Ge

მე სხვა კაცების თვალებიც მიყურებენ. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სიტყვა - მიყურებენ. და ეს ცუდია? ამისთვის მოგვცა ღმერთმა თვალები და ეს სრულიად ნორმალურია. ცუდი ის იქნებოდა, რომ არ მიყურებდნენ. როგორ შეიძლება ეს ჩემს ქმარს აბრაზებდეს? მას პირიქით, ეს მოსწონს. არა მგონია, ბედნიერი ყოფილიყო, მის ცოლს არასექსუალურად, ულამაზოდ რომ თვლიდნენ.

Sportall.Ge

ჩვენს ოჯახში ჯანსაღი ეჭვიანობაა. ქმარიც მაეჭვიანებს ხოლმე და მეც ვაეჭვიანებ მას. ვიღაცებთან ისეა, რომ ქმარს ან ცოლს არ შეუძლია კლუბში მარტო წასვლა, თუმცა ჩვენთან ეს ნორმაა. რატომაც არა? იმიტომ, რომ იქ ან მე ვიპოვი უკეთესს, ან ის? როგორ არ გესმით, რაც უფრო მეტია შეზღუდვა, მით მეტია სურვილი. ვიღაცების ოჯახში განსხვავებული სქესის ადამიანებთან საუბარი ეკრძალებათ, ჩვენ შემთხვევაში ესეც ნორმალურია. თუკი დავქორწინდი, ახალი ადამიანები აღარ უნდა გავიცნო? ეს რა სისულელეა?!

Sportall.Ge

რატომ არ უნდა მქონდეს ურთიერთობა და არ დავუმეგობრდე კაცებს? თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ კაცსა და ქალს შორის მეგობრობა არ არსებობს. სანახევროდ ეს მართალია, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ახალგაზრდა ქალბატონს საკუთარი ერთი ადგილის პატრონობა არ შეუძლია. მე კი ზოდიაქოთი ლომი ვარ, ლიდერი და როცა საკუთარ ცხოვრებას წარმართავ, როგორ ფიქრობთ, ჩემს ერთ ადგილს ვერ დავიმორჩილებ?!

Sportall.Ge


თუ მოხდება ისე, რომ ქმარი მიღალატებს და ამის შესახებ გავიგებ, მაშინ ჩვენ შორის საუბარი შედგება. მსგავს საქციელს პრობლემები მოჰყვება. საერთოდაც, ქორწინება იმისთვისაა, რომ ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ და არა ზიანი, სხვა რა აზრი აქვს ქორწინებას? მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს რამე დაუშალოს. არ დალიო, არ მოწიო, მოკლე კაბა არ ჩაიცვა, ბოდიში და, რას გულისხმობთ? თუ საკუთარი თავისთვის შენი სიძლიერის დამტკიცება გინდა, ძაღლი იყოლიე. ურთიერთობაში პატივისცემა უნდა სუფევდეს და ეგოიზმი აღმოფხვრილი უნდა იყოს. სწორედ ეს არის ძლიერი ერთობის წინაპირობაცა და წარმატებაც" - დაწერა ირინა მოროზიუკმა "ინსტაგრამში".

Sportall.Ge

როგორც ჩანს, დისკომფორტს არც ქმარს უქმნის ირინას სიშიშვლე, საკუთარ სოციალურ ქსელებშიც ხშირად დებს ცოლის ფოტოებს. როგორც ჩანს, ოჯახში სრული ურთიერთგაგება და იდილიაა. ის, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია, მოროზიუკების ოჯახისთვის სრულიად მისაღები გახლავთ.


მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალე ფისო ჭკუა-გარეგნობაში !!! ყველა ძალად მორალისტის მახინჯი ცოლების თავზეც გავიარე DDDDDDDDD
korben dallas
18 მაისი 2019 16:39
14
ამას, თავი მარია მაგდალინელი ჰგონია?მიხო სტუმრადაა იმერელთან.მასპინძელი მჟავე ღვინოს ასმევს და თან უმეორებს მიხოს,ხომაა კანფეტივითო.მიხო არაფერს არ ამბობს და ბოლოს ძალიან რომ დაუმჟავდა გული,ესღა წაიბურტყუნა.-იმი დედა ვატირე,ამაი თუ კანფეტი გასინჯული ჰქონდესო.არც მაგას უნდა ჰქონდეს რელიგიაზე წარმოდგენა, არც კულტურაზე და არც მორალზე.რაზეც წარმოდგენა და განათლება აქვს,კი მიხვდები თქვენც
სოსო
17 მაისი 2019 22:24
10
ეგ ანეგდოტი გურულზეა. :)
კახაბერი
19 მაისი 2019 17:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული