"რიზესპორის" 33 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ნიკოლაი მოროზიუკმა "SportUA LIVE"-ს "იუთუბის" არხზე იმაზე ისაუბრა, თავად უფრო პოპულარულია, თუ მისი მეუღლე ირინა:
"ვინ უფრო პოპულარულია, მე თუ ჩემი ყოფილი ცოლი ირინა? და რატომ ყოფილი? ხედავ, ხალხი მოვლენებს როგორ ჩამორჩება (იცინის).
ჩვენ ირინასთან სუპერ-ურთიერთობა გვაქვს, ერთად ვართ. ვინ უფრო პოპულარულია? საკამათო კითხვაა. იმ მიმართულებით, რომლითაც ის "ინსტაგრამზე" წინ მიიწევდა, ძნელია არაპოპულარული ყოფილიყო. თუ ასეთ გამოსახულებაში პოპულარული არ ხარ, მაშინ... მოდი, ბაჭიავ, დაასრულე. რა თქმა უნდა, ეს დიდი აუდიტორიაა, მამაკაცთა აუდიტორია.
როგორ აღვიქვამ იმას, რომ მას მამაკაცთა დიდი აუდიტორია ჰყავს? ამაში ცუდი არაფერია, არ ყოფილა ისეთი, რომ კატეგორიული "არა" მეთქვას. თუ ადამიანი რამითაა დაკავებული და ეს მოსწონს, ამას რაღაცის გამო აკეთებს და ეს მას რაღაც პოპულარულობას სძენს - რატომაც არა? თუმცა, ყოველთვის უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი".