სპორტული ტელევიზიის დედოფალი, რომელსაც ჰაკერებმა ფოტოები გაუვრცელეს [PHOTO]

AutoSharing Option
დილეტა ლეოტა იტალიური სპორტული ტელევიზიის დედოფლად ითვლება.

ეფექტური ქერა ლამაზმანი მხოლოდ გარეგნობით არ გამოირჩევა, არამედ ტაქტიკაზე სერიოზული მსჯელობაც შეუძლია.

თუმცა ლეოტასთვის არც გარეგნობით ტრაბახია უცხო ხილი.

ლამაზმანს "ინსტაგრამზე" 4.2 მლნ გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად ანებივრებს თამამი ფოტოებით.

ერთ-ერთმა მისმა ფოტომ ბიკინიში რამდენიმე წუთში ნახევარი მლნ მოწონება დაიმსახურა.

ახლა ლეოტას გადაცემა Diletta Gol-ი მიჰყავს და საკმაოდ ცნობილი ადამიანია, თუმცა რამდენიმე წლის მას ცუდი ფაქტი შეემთხვა. ჰაკერებმა მისი WhatsApp-ის პროფილზე წვდომა მიიღეს და ინტიმური ფოტოები ინტერნეტში გაუვრცელეს.

ლამაზმანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ
ფოტოებს რამდენიმე წლის წინ თავის ყოფილ ბოიფრენდს უგზავნიდა და დარწმუნებული იყო, რომ ამ ფოტოებს სხვა არავინ ნახავდა.

ლეოტა 1991 წელს კუნძულ სიცილიაში, კატანიაში დაიბადა. 2015 წელს იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა სატელევიზიო კარიერა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, 2010 წელს დაიწყო.

2012 წელს Sky Meteo 24-ზე ამინდის პროგნოზი მიჰყავდა, ხოლო 2016 წელს Sky Sport 1-ზე დაიწყო მუშაობა, სადაც სახელი გაითქვა სერია B-ზე გადაცემით.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული