"საფეხბურთო მენეჯერი" - სამაგიდო თამაში არამხოლოდ პატარებისთვის

AutoSharing Option
სამაგიდო თამაშებზე თაობები იზრდება. მსგავსი ტიპის თამაშები საუკეთესო გასართობია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კარტის თამაში ნაკლებად იზიდავს.

"მონოპოლია" და ამ თამაშის ქართული პროტოტიპი "ბიზნესმენი", "ავალონი" და მრავალი სხვა სამაგიდო თამაში გართობასთან ერთად, მოთამაშეს უვითარებს აზროვნების განსხვავებულ სტილს.

სამაგიდო თამაშების უმრავლესობა გათვლილი არ არის 16 წლამდე მოზარდებზე. ისინი ყოველთვის "დიდების" თამაშებად ითვლებოდა და პატარებსაც სხვა გზა აღარ რჩებათ, სურვილის მიუხედავად, გარეთ ქვიშაში ან ბურთით უნდა ითამაშონ.

ბავშვურ თამაშად არასდროს ითვლებოდა "მონოპოლიის" მსგავსი თამაშები და ბავშვებს ერთმევათ შესაძლებლობა, განიცადონ ის ემოცია, რასაც სამაგიდო
თამაშის "ექშენი" ჰქვია, სადაც ჩახლართული ბიზნესგეგმები, კეთილსინდისიერი ბანკირი და იღბალი ერთ მატერიაში ერთიანდება. გაკოტრების ზღვარზე მისული, კოალიციას რომ ჩამოაყალიბებ და თამაშიდან არგავარდნის იდეით შეპყრობილი ბანკიდან სესხსაც რომ აიღებ… ეს საინტერესო და უცნაური ემოცია მხოლოდ "დიდებისთვის" არაა, ეს ემოცია ყველას ეკუთვნის…

Sportall.Ge

რამდენიმე დღის წინ, "მონოპოლიაში" დამარცხების შემდეგ, თანაც ისეთი დამარცხების, თან თამაშის სურვილს რომ აღგიძრავს და თან ამ თამაშის ყუთის დანახვა რომ გაღიზიანებს, სათამაშოების მაღაზიაში შევიარე, ჩემს სახლთან ახლოს "პეპელაში" და სათამაშოების დათვალიერება დავიწყე, იქნებ რამე ისეთი აღმოვაჩინო, გული რომ გადავაყოლო და დამარცხების გაბრაზება რომ გადაწონოს-მეთქი და შემთხვევით ახალ სამაგიდო თამაშს გადავაწყდი.

წინასწარ შემეშინდა დამარცხების და ეს გრძნობა ცოტა მეუცნაურა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ეს სამაგიდო თამაშები პატარა ბავშვებზეც იყო გათვლილი (8 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის), დავწყნარდი… გონებაში ვხატავდი მზაკვრულ გეგმებს, თუ როგორ მოვუგებდი ჩემს პატარა ძმებს ამ თამაშში და გულსაც ვიჯერებდი.

ეს თამაში 2-4 ადამიანზეა გათვლილი, მოთამაშის მიზანი კი საფეხბურთო ნაკრებების შეგროვება და შესაბამისად, სხვა მოთამაშეების გაბანკროტებაა. ამ ოთხი სანტიმეტრის სისქის სამაგიდო თამაშზე - "საფეხბურთო მენეჯერზე" მოგების იმედებს ვამყარებდი, ამიტომაც სასწრაფოდ სალაროსთან მივედი, 60 ლარი მივაწოდე და ხურდას აღარ დაველოდე, ისე გავიქეცი სახლში…

კონსულტანტმა კი შემომძახა, 10 თეთრი გეკუთვნითო, მაგრამ ვის ანაღვლებდა ლიფტის ათთეთრიანი, გამარჯვება აღარ იცდიდა. "საფეხბურთო მენეჯერის" შეძენა 59.90 ლარად სწორედ "პეპელასა" და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

სახლში მივედი, წესები გადავიკითხე, ჩემს პატარა ძმებსაც წავუკითხე და თამაში დავიწყეთ… მოგება და წაგება ძმები არიანო, მომაძახეს ძმებმა და დამარცხებული დამტოვეს ჩემს სამაგიდო თამაშთან...
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ ვიტამაშოტ საფეხბურთო მენეჯერი ხომ ვერ ამიხსნით?
ლევანი
13:42 01-01-2020
0
როგორ უნდა ვიტამასოთ საფეხბურთო მენეჯერი
ლევანი
13:39 01-01-2020
0

სიახლეები პოპულარული