ცნობილი მსახიობი, რომელიც ფილმში ჯოტიას მწვრთნელს თამაშობდა, გარდაიცვალა

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივლისს ცნობილი ჰოლანდიელი მსახიობი რუტგერ ჰაუერი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მსახიობი "ოქროს გლობუსის" პრემიის ნომინანტი იყო, რომელმაც 100-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ჰაუერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ტუგერ ჰაუერი ფილმ "გოლიდან" (მეორე ნაწილი) ემახსოვრება. საქართველოში ეს ფილი "შტანგა გოლის" სახელით იყო პოპულარული და ქართულ იუმორისტულ გახმოვანებაში მთავარ გმირს ჯოტია ცაავა ერქვა, რომელიც გალიდან იყო, ხოლო "ნიუკასლი" თბილისის "დინამოდ" იყო მოხსენიებული.

ფილმის მეორე ნაწილში ჰაუერი მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად რუდი ვან დერ მერვედ მოგვევლინა, ჯოტიას "სამეფო კლუბში" გა
დაბირებას ცდილობს და ფეხბურთელს რჩევას აძლევს.

"მე შემიძლია რჩევა მოგცე: პირველ რიგში, შენს გულს მოუსმინე, შემდეგ კი - შენს გონებას, საბოლოოდ კი შენი ცოლი გეტყვის, რაც უნდა გააკეთო".

აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობა მიიღეს ნამდვილმა ფეხბურთელებმა და ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი, რაული, რონალდო, იკერ კასილიასი და რობერტო კარლოსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული