დასისხლიანებული კარლეს პუიოლი - ესპანელმა თამაშის დროს ჭრილობები მიიღო [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო პადლ-ჩოგბურთის თამაშის დროს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ხოლო ფოტო თავად ყოფილმა ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" განათავსა და დააწერა: "ნეტა, ოდესმე გამიჩნდება უსაფრთხოების შეგრძნება?"

Sportall.Ge

საფეხბურთო კარიერა პუიოლმა 2014 წელს დაასრულა, იქამდე კი მხოლოდ "ბარსას" რიგებში თამაშობდა. პადლ-ჩოგბურთი კი, როგორც ჩანს, პუიოლის ახალი ჰობია. თავად აღნიშნული სპორტის სახეობა ესპანეთში ძალიან პოპულარულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული