ნარდის სამ სახეობაში თბილისის თასის გათამაშება გაიმართა

AutoSharing Option
5 და 6 ოქტომბერს, თბილისის ნარდის ფედერაციის ორგანიზებით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2019 წლის თბილისის თასის გათამაშება გაიმართა ნარდის 3 სახეობაში: ძირითადი ტურნირი, ტურნირი ქალთა შორის და ტურნირი შერეულ წყვილთა შორის.

თბილისის თასი 2019-ის ძირითადი ტურნირის გამარჯვებული დედაქალაქის სტუმარი რაფატ ესპმაილოვი გახდა, რომელმაც ფინალში თეიმურაზ ქურციკიძეს აჯობა და თასს დაეუფლა, მე-3 ადგილზე კი დავით ტლაშაძე გავიდა.

ქალთა შორის თბილისის თასი 2019-ის მფლობელი ანა წიკლაურია, მე-2 ადგილზე ლალი ქურციკიძე გავიდა, ხოლო თამარ ფულარიამ მე-3 ადგილი დაიკავა.

შერეულ წყვილთა შორის
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ლევან ქარელი/ლალი ქურციკიძე, მე-2 ადგილი - ლადო ხარხელაური/ნატალი აბასოვა, მე-3 ადგილი - თეიმურაზ ქურციკიძე/ლალი პავლიაშვილი.

თასის მფლობელები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თბილისის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული