ცნობილი MMA-ს მებრძოლის, უოლტ ჰარისის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.
ერთი თვის წინ ამერიკელმა საკუთარი ქალიშვილის, ანი ბლანშარის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ კი მეიკონში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას ეკუთვნის.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ადამიანის ნაწილები მეიკონში იპოვეს. არსებობს ცალსახა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ისინი ანა ბლანშარს ეკუთვნის", - ციტირებს CBS პროკურორ ბრენდონ ჰიუზს.
უოლტ ჰარისს და მის გარემოცვას უკვე აცნობეს ამის შესახებ.