ესპანელი სპორტული ჟურნალისტი ალფონსო მერლოსი ვიდეოზარით საკუთარ პოზიციას გამოხატავდა კორონავირუსთან დაკავშირებით, როცა მის უკან შიშველმა ქალმა გაიარა.
ბუნებრივია, აღნიშნული ვიდეოზარი არა ალფონსოს აზრების გამო, არამედ შიშველი ქალბატონის დამსახურებით მთელმა მსოფლიომ ნახა.
როგორც Marca წერს, ამ შემთხვევამ ჟურნალისტს პრობლემა შეუქმნა, რადგან მისმა პარტნიორმა აღმოაჩინა, რომ ის სხვა ქალთან ერთად იყო. თავად ალფონსო მომხდარ ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებს.