სრულიად ახალი LEXUS NX

AutoSharing Option
სრულიად ახალი NX ქმნის ახალ თავს Lexus-ის ისტორიაში: შემოაქვს ახალი მიმართულებები ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინში, ახალი ძრავები, ახალი თაობის მულტიმედია და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიები - ყველაფერი ეს კი ავტომობილს უფრო დინამიკურს, მოსახერხებელს და და კომფორტულს ხდის, რაც შესაბამისად აისახება მისი მართვით მიღებულ სიამოვნებაში.

Lexus-ის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, რომელსაც ახალი NX-იც აგრძელებს მოწოდებით - „შეიგრძენით უფრო მეტი ყოველ წამს“ .

Sportall.Ge

იგრძენით თავი უფრო დახვეწილად: ახალი მიმართულება LEXUS-ის დიზაინში

მის წინამორბედთან შედარებით, ახალი Lexus NX-ის საერთო სიგრძე 20 მმ-ით,
თვლების ბაზა 30 მმ-ით, სიგანე 20 მმ-ით, ხოლო სიმაღლე 5 მმ-ით გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მძლავრ მოჭიდებას გზებზე და ასევე, მეტ შიდა სივრცეს უკანა სავარძლის მგზავრებისთვის.

მოდელის წინა მხარეს Lexus-ის შპინდელის ცხაური ასრულებს არსებით როლს მანქანის დიზაინში. მისი მეტად შვეული პოზიცია ასევე აუმჯობესებს ცხაურის გაგრილების ეფექტურობას.

მოდელის უკანა მხარე გამოირჩევა Lexus-ის საფირმო L-ფორმის კომბინირებული განათებით, რომელიც მიუყვება ავტომობილს მთელ სიგანეზე. Lexus-ის ემბლემა შეიცვალა უკანა კარზე გამოსახული სახელით - LEXUS, რაც მანქანას უფრო მარტივ და თანამედროვე იერს აძლევს.

ფუნქციონალური სილამაზე ვლინდება NX-ის დიზაინერებისა და ინჟინერ-მშენებლების თანამშრომლობით შექმნილ დეტალებში, რათა მართონ ჰაერის ნაკადი კორპუსის ზემოთ და მის ქვეშ, რაც აუმჯობესებს მოძრაობის სტაბილურობას მაღალი სიჩქარით მართვისას.

Sportall.Ge

იგრძენით მეტი კონტროლი: ახალი კონცეფცია სალონის არქიტექტურაში

ახალ NX-ში აღსანიშნავია Lexus-ის ახალი Tazuna კონცეფციის გამოყენებით შექმნილი მძღოლის კაბინის დიზაინი, რომელიც მიჰყვება პრინციპს: "ხელები საჭეზე, თვალები გზაზე".

კონცეფციის ამოსავალი წერტილის - ინტუიციური მართვის მაგალითია საჭის სენსორული გადამრთველები, რომლებიც ადაპტირებადია და ამასთანავე, ჩანს წინა საქარე მინის პროექციულ გამოსახულებაზე, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს, შეამოწმოს მისი ესა თუ ის ფუნქცია გზიდან თვალის მოუშორებლად.

ავტომობილის კაბინა მძღოლის კარიდან ცენტრალურ კონსოლამდე ფუნქციურად დატვირთულია - მულტიმედია ეკრანი, მულტიფუნქციური ეკრანი, ერთციფერბლატიანი კომბიმეტრი, ცენტრალიზებული სენსორები და წინა საქარე მინის პროექციული გამოსახულების სისტემა - დაჯგუფებულია ერთიან ზონაში იმგვარად, რომ მათზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი იყოს თვალისა და თავის მინიმალური მოძრაობით.

მსგავსი პრინციპია გამოყენებული ავტომობილის მართვის ღილაკების განლაგებაშიც: დაქოქვის ღილაკი, გადართვის ბერკეტი, კონდიციონერის კონტროლი, მართვის რეჟიმის არჩევის ღილაკი განთავსებულია ერთსა და იმავე ადგილას, იმგვარად, რომ წვდომა და მართვა იყოს გამარტივებული და სრულიად ინტუიციური.
დიზაინერები მუშაობდნენ Lexus’ Takumi-ს ხელოსნებთან ერთად იმისთვის, რომ დახვეწილიყო საჭისა და გადაცემათა გადართვის ბერკეტის დამაკავშირებელი კონსტრუქცია. ბორბლის განივი ჭრილი ზუსტად განისაზღვრა იმგვარად, რომ უზრუნველყოს საუკეთესო მოჭიდების შეგრძნება და მართვის სიმარტივე, ხოლო გადაცემათა გადართვის ბერკეტს მიეცა შეძლებისდაგვარად კომპაქტური, თუმცა ხელისგულზე მჭიდროდ მორგებული და იდეალური კუთხის მქონე ფორმა. ამისთვის Lexus-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოიკვლია ადამიანის მხრიდან ხელის თითამდე არსებული დაშორება, რათა განესაზღვრა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ კონტროლს მძღოლის პოზიციის ცვლილების გარეშე.

Sportall.Ge

იგრძენით მეტი ფუფუნება: კომფორტი, სიმშვიდე და ომოტენაშის გამოცდილება

სალონის ინტერიერი მდიდარია Lexus Takumi-ს ოსტატობის ნიმუშებით, სადაც გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები და სასიამოვნოა როგორც ვიზუალურად, ასევე შესახებად.

ახალი ფუნქციები, რომლებიც აუმჯობესებს ინტერიერის ატმოსფეროს, ასახავს Lexus-ის ომოტენაშის პრინციპებს, წინასწარ განსაზღვროს ადამიანთა საჭიროებები და რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინოს მათ თავი. ეს მოიცავს ჩაჯდომისა და ჩართვის განათების თანმიმდევრობას და პერსონალურ მისალმებას მძღოლის მრავალფუნქციურ ეკრანზე.

ახალი NX არის Lexus-ის პირველი მოდელი, რომელსაც აქვს კარის გახსნის ელექტრონული სისტემა ელექტრონული საკეტით, რომელიც ცვლის აქამდე ნაცნობ შიდა კარის სახელურს ღილაკიანი გადამრთველით.

გაუმჯობესებული უკანა კარი, რომლის გახსნის და დახურვის დრო განახევრდა და შეადგენს დაახლოებით ოთხ წამს, არის უფრო უხმაურო.

იგრძენი მეტი აღტაცება

NX 350h IV თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიებით

ლექსუსის IV თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიის მეშვეობით, NX 350h-ის წარმადობა და ეფექტურობა უფრო მაღალ საფეხურზე იქნა აყვანილი. ის გვთავაზობს 22%-ით მეტ სიმძლავრეს, ვიდრე წინამორბედ მოდელში არსებული სისტემა, რაც 242 DIN hp ერთეულამდე ზრდის წარმოებულ სიმძლავრეს და აუმჯობესებს 0-100 კმ/სთ აქსელერაციას 15%-ით 7.7 წამამდე, და ამავე დროს, ამცირებს CO2-ის გამოყოფას 10%-ით.

NX 350h ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინა წამყვანი, ასევე სრული ამძრავის პირობებში. ბუქსირების მოცულობა FWD მოდელისთვის 1500 კგ-მდეა გაზრდილი, რაც AWD ვერსიის მოცულობას უტოლდება.

ახალი 2.5 და 2.4 ტურბო ბენზინის ძრავები

წამყვანი მახსიათებლები მოიცავს 2.4-ლიტრიან ტურბოდამტენ ერთეულს NX 350ში, 279 DIN ერთეული ცხენის ძალის და 430 Nm ბრუნვის განვითარებით. მისი სიმძლავრე შესაბამისობაშია ახალი, უფრო დაბალი კოეფიციენტებით მომუშავე პირდაპირი გადაცემის რვასიჩქარიან ავტომატურ გადამცემთან. ახალთახალი, ელექტრონულად კონტროლირებადი, მუდმივად ყველა წამყვანი თვლით მომუშავე სისტემა უზრუნველყოფს ძალის ეფექტურ გადაცემას დაბალი მოჭიდების პირობებში, დინამიკური ბრუნვის დისტრიბუციის გამოყენებით და წინასწარი ბრუნვის დატვირთვით, რაც ავსებს NX-ის დინამიკურ შესაძლებლობებს. ბრუნვის განაწილება წინა და უკანა ღერძებზე ცვალებადია 75:25-დან 50-50-მდე, მართვის პირობების შესაბამისად.

Sportall.Ge

იგრძენით მეტი დავდაჯერებულობა

ახალი NX-ის დინამიკური პერფორმანსის განვითარება ფოკუსირებულია "ლექსუსის" მართვის ხელწერის სტანდარტზე - კომფორტული მართვისა და საჭის ფლობის იდეალურ კომბინაციაზე, დროსელისა და დამუხრუჭების პერფორმანსზე, რომელიც ემორჩილება მძღოლის განზრახვას ნებისმიერ მომენტში და იწვევს თავდაჯერებას და გაჯილდოებთ თქვენს მანქანასთან სრულყოფილი კავშირის შეგრძნებით.

ამის მიღწევაში მთავარი წვლილი "ლექსუსის" Global Architecture K (GA-K) პლატფორმას მიუძღვის. ის უზრუნველყოფს მიზიდულობის უფრო დაბალ ცენტრს (-20 მმ), წინა და უკანა ღერძის ლიანდების ზრდას და გაუმჯობესებულ წინა/უკანა წონის ბალანსს, რაც ერთობლიობაში დადებითად აისახება მანქანის გაუმჯობესებულ ფლობასა და მართვის გამოცდილებაზე. ახალი საკიდარის დიზაინი მოიცავს წინა MacPherson საყრდენებსა და უკანა ორმაგ განივ ბერკეტებს უკანა ფრთებით.

E-Four ელექტრონული ყველა წამყვანი თვლით მართვის სისტემა ახალ NX 450h დატენვად ჰიბრიდ-ელექტრონულსა და NX 350h ჰიბრიდში განახლდა იმგვარად, რომ უკანა ელექტრონული ძრავა მუდმივად ოპერატიულია, გვთავაზობს მეტ ბრუნსა და აძლევს მძღოლს გზაზე უფრო ძლიერი მოჭიდების შეგრძნებას.

ორივე, ახალი 2.5-ლიტრიანი და 2.4-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავები ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად AWD ვერსიით. 2.4 ტურბო მოდელზე ელექტრონულად კონტროლირებადი მუდმივი სრული ამძრავობის სისტემა გაძლიერებული ბრუნვის წინასწარი დატვირთვით და დინამიკური ბრუნვის კონტროლით, რაც ანიჭებს NX-ს შთამბეჭდავ წარმადობას დაბალი მოჭიდების პირობებში და უზრუნველყოფს სტაბილურ, სწრაფ სვლას მოსახვევებში.

იგრძენი მეტი კავშირი: უფრო სწრაფი, უფრო ჭკვიანი

ახალი NX მულტიმედია პლატფორმა წარმოგვიდგენს ჭკვიან სისტემებს, მათ შორის, გაუმჯობესებულ  cloud navigation-ს (სადაც ადგილობრივი ბაზარი მხარს უჭერს ტექნოლოგიებს) მანქანის მონაცემთა კომუნიკაციის მოდულის (DCM) საშუალებით. სისტემა ასევე გვთავაზობს ახალ Hey Lexus ასისტენტს, რომელიც ბუნებრივი ხმით გაცემულ ბრძანებებზე აგებულ დიალოგებს პასუხობს ისე, თითქოს მანქანას ესაუბრებით.

სტანდარტული სისტემა Lexus Link Connect-ი იყენებს 9.8-ინჩიან მონიტორს ანტიამრეკლი სენსორული ეკრანითა და დამატებითი ღილაკებით, ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფუნქციებზე ინტუიციური წვდომისთვის.

Lexus Link Pro სისტემა იყენებს ახალ 14-ინჩიან მონიტორს - ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონიტორს მის კლასში. მოცემული ეკრანი სტანდარტულად ახლავს მაღალი კლასის მოდელებს და სრულად ხელმისაწვდომია ასარჩევად ახალ NX სპექტრში.

მანქანის ყველა მგზავრის სრული კომფორტი გვირგვინდება კაბინაში ოთხი - ორი წინა და ორი უაკან USB პორტით. ამათგან სამი სტანდარტული USB-C პორტია და გამოიყენება გაჯეტების დასატენად.

იგრძენით თავი უფრო დაზღვეულად: გაუმჯობესებული უსაფრთხოება და მძღოლის ასისტენტი

ახალი NX არის Lexus-ის პირველი მოდელი, რომელსაც Lexus Safety System + მესამე თაობის მახასიათებლები აქვს, რაც უზრუნველყოფს მის აღჭურვას უსაფრთხოებისა და მძღოლის ასისტენტის სრულყოფილი აქტიური პაკეტით და აწესებს ახალ თამასას ავარიის რისკის დადგენისა და მისი აცილების ზომების მხრივ.
ახალი NX დიზაინის ფარგლებში წარმოდგენილი გაუმჯობესებული მახასიათებლები მოიცავს კიდევ უფრო გაფართოებულ ხედვას შეჯახების წინა სისტემის შესაძლებლობებში, რაც უზრუნველყოფს მანქანის სავალ გზაზე მოტოციკლებისა და სხვა ზოგიერთი მყარი საგნის - ხეების, კედლებისა და კომუნალური ბოძების შენიშვნას.

ცვლილებები იქნა შეტანილი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის სისტემაში, რის შედეგადაც ის უფრო სწრაფად აანალიზებს მოძრაობის შემცირებას NX-ის წინ სავალ გზაზე და ზოლში მოძრაობის დამხმარე (Lane Trace Assist) სისტემის განახლებებთან ერთობლიობაში უფრო ბუნებრივი ხაზით მიჰყვება მოსახვევებს.

მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი მანქანის უსაფრთხოება არჩევითი "გაზრდილი უსაფრთხოების პაკეტით" (Extended Safety Package), მაღალი კლასის NX მოდელებისთვის. "ლექსუსის უსაფრთხოების სისტემას" (Lexus Safety System) + ფუნქციების გარდა, ეს პაკეტი ზოლის ავტომატური შეცვლის ასისტენტით უზრუნველგვყოფს. ეს უკანასკნელი ახდენს წინასწარ აჩქარებას ან სიჩქარის კლებას უკვე განსაზღვრული სიჩქარიდან, მძღოლის მიერ სხვა ზოლში გადასვლის ან ნელა მიმავალი მანქანის გადასწრების მითითებისთანავე. პაკეტი ასევე გვთავაზობს ჯვარედინი მოძრაობის გამაფრთხილებელ სისტემას, რომელიც იყენებს რადარულ მონიტორინგს დეტექციისა და მძღოლის გაფრთხილებისთვის, რომელიმე მხრიდან მოძრაობის მოახლოების შესახებ დაბალი სიჩქარით სვლის დროს.

უსაფრთხო გასასვლელების ასისტენტი (Safe Exits Assist) - ახალი, ელექტრონული ჩამკეტის მქონე ელექტრონული შესვლისა და გასვლის სისტემა დაკავშირებულია მანქანის უხილავი ზონის მონიტორთან (Blind Spot Monitor), რომელიც გვაფრთხილებს უკნიდან საცობის ან ველოსიპედისტების მოახლოების შესახებ. რისკის დადგენის შემთხვევაში, იგი რთავს გამაფრთხილებელ შუქს ან ზუმერს და თიშავს კარის გაღების სისტემას. "ლექსუსს" სჯერა, რომ ეს სისტემა ხელს შეუწყობს კარის გაღებით გამოწვეული ავარიების 95%-ის თავიდან არიდებას.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული