საფეხურები:
დაისახეთ მიზანი. მიზანდასახული ადამიანი ყველაზე ძლიერია. იფიქრეეთ თქვენს მიზნებზე და შესრულების პროცესში შეამჩნევთ,
მიიღეთ ისე როგორც გართობა. კარგად დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რომელი სპორტის სახეობა მოგწონთ, შემდეგ რუტინა შეცვალეთ, რათა აქტივობა მეტად საინტერესო გახდეს, სცადეთ იყოთ მრავალფეროვანი, მაგალითად, შეუერთდით სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის შესახებ ჯგუფებს. თუ სახლში ვარჯიში მოგწონთ გამოიყენეთ ონლაინ ვიდეოები, რომელშიც კომპეტენტური პირები გასწავლიან იოგას, გავარჯიშებენ კონკრეტული მიზნით ან დაკავდით კიკბოქსინგით. დაიმახსოვრეთ, ვარჯიში მოსაწყენი არ უნდა იყოს.
აქციეთ ფიზიკური აქტივობა შენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად. თუ ვარჯიშისთვის დროის გამონახვა გიჭირთ, წინასწარ დაგეგმეთ თქვენი დღის განრიგი. ფიზიკური დატვირთვის ჩანაცვლება მარტივად შეგიძლიათ ფეხით სიარულით, მაგალითად, ლიფტით სარგებლობის კიბეებით ისარგებლეთ, სამსახურში შესვენებისას გაისეირნეთ.თუ სახლიდან მუშაობთ შეეცადეთ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში არ იჯდეთ, გარკვეულ პერიოდში ერთხელ გააკეთეთ ფეხის გაჭიმვები, თუ სახლში ძაღლი გყავთ გაასეირნეთ ან გამოიყენეთ ველოსიპედი. კვლევებმა აჩვენა, რომ ხანგძლივმა ჯდომამ შესაძლოა თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.