გზა "ოლიმპოს მთამდე", როგორ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონი?

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონობა ამქვეყნად სპორტში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებაა. როგორც წესი, ბავშვებს ნიჭი პატარა ასაკიდანვე უაშკარავდებათ, ზოგი ფეხბურთის ბურთს მშვენივრად ურტყამს, ზოგიც მსოფლიოს დროშების გამოცნობით აოცებს ირგვლივ მყოფებს. ამიტომაც მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან მათი შვილი შესაძლოა მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი იყოს. ამიტომაც მიჰყევით ჩვენს რჩევებს, ვინ იცის, იქნებ სწორედ თქვენში ან თქვენს პატარა შვილშია დამალული ის მიძინებული ნიჭი, რომელიც მომავალში მსოფლიო ასპარეზზე უდიდეს წარმატებას მოგიტანთ.

საფეხურები:

შეაფასეთ თქვენი ფიზიკური კონდიციები. ძალიან მარტივია ტელევიზორის წინ იწვე, ხელში ცივი ალკოჰოლური სასმელი და
წასახემსებელი გეჭიროს და დრო მშვიდად გაგყავდეთ. ოლიმპიელ ტრიუმფატორს, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მძიმე ვარჯიში უწევს, რათა „ოლიმპოს მთაზე“ მისასვლელი გზა იპოვოს. ალბათ, კარგად იცით, რომ ბევრი სახის ოლიმპიური თამაში არსებობს, რაც სხვადასხვა სახის შესაძლებლობებს მოიცავს, მაგალითად, ცურვა, ფეხბურთის თამაში, მძლეოსნობა, სირბილი და ა.შ. აირჩიეთ თქვენი სპორტი, რაც ყველაზე მეტად გიზიდავთ, რადგან ვარჯიში მოსაწყენი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მოტივირებული იქნებით. რეალურად, ოლიმპიური ჩემპიონები 8-დან 18 წლამდე აგროვებენ იმ გამოცდილებას, რაც მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ასპარეზზე გასასვლელადაა საჭირო, შემდეგ კი ტემპი არ უნდა დააგდოთ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოთ. ნაკლებად პოპულარულ სპორტში ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა მარტივია, მაგალითად, ძალიან ძნელია ჭიდაობასა და ჩოგბურთში ტატამზე/კორტზე გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მაინც გაჰყევით იმ გზას, რაც მოგწონთ, მოტივირებული ადამიანი ყველაფერს შეძლებს.

კარგად გაითავისეთ, რომ დიდხნიანი და მძიმე ვარჯიშები გელოდებათ. ასობით და ათასობით საათი გატარებული ვარჯიშში, ალბათ, ხვდებით, რამხელა დატვირთვაა?! თუმცა ოქროს მედალი ყველაფერს ჩამორეცხავს და სახეზე ბედნიერების ღიმილი შემოგეპარებათ.

აუცილებლად დაიქირავეთ მწვრთნელი. როგორც ოლიმპიელები აცხადებენ, მათ წარმატებაში გარდამტეხი როლი მათმა მწვრთნელებმა ითამაშეს, რადგან ისინი კომპეტენტური პირები არიან და ყველაზე კარგად ხედავენ თქვენს შესაძლებლობებს. სწორედ ისინი დაგეხმარებიან ტრავმებისგან თავის არიდებაში, მოგცემენ მოტივაციას და გაგიძღვებიან წინ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული