ჯანმრთელობა: როგორ დავწვათ კალორიები სწრაფად

AutoSharing Option
სწრაფმა ვარჯიშმა შეიძლება გაგიჩინოთ ძალაუფლების, თავდაჯერებულობისა და ენერგიულობის შეგრძნება. გარდა ამისა, თუ სწორად აირჩევთ ვარჯიშს, შეგიძლიათ დაწვათ 100 კალორია ძალიან მარტივად.

საფეხურები:

იხტუნავეთ ლახტით 8 წუთის განმავლობაში

ლახტით ხტუნვა მარტივად დაგაწვევინებთ კალორიებს. ბავშვობაში ყველას გიყვარდათ, ახლა კი გეხმარებათ კალორიების დაწვაში. იხტუნავეთ ლახტით 8 წუთის განმავლობაში, რომ დაწვათ 100 კალორია. თუ თქვენ ეძებთ უფრო რთულ ვარჯიშს, სცადეთ მონაცვლეობა ცალ ფეხზე 30 წამის განმავლობაში, წინ და უკან.

ირბინეთ 10 წუთის განმავლობაში

სასიამოვნო სირბილმა შეიძლება გაგაცოცხლოთ და სწრაფად დაწვათ კალორიები. კალორიების რაოდენობა, რომელსაც
დაწვავთ სირბილით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ მანძილს დაფარავთ. როგორც წესი, 1 მილი უდრის დაახლოებით 100 კალორიას. თანდათან გაზარდეთ სიჩქარე, არ არის აუცილებელი თავიდანვე მაქსიმუმამდე მიაღწიოთ. ეს ვარჯიში ასევე კავშირშია ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლასთან.

ითამაშეთ ჩოგბურთი 11 წუთის განმავლობაში

ჩოგბურთის თამაში შესანიშნავი გზაა ენერგიის დაწვისთვის. ჩოგბურთი არა მხოლოდ წვავს 100 კალორიას 11 წუთში, არამედ გაზრდის თქვენს ანაერობულ ჯანმრთელობას, შეამცირებს არტერიულ წნევას, გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს და გააძლიერებს თქვენს კუნთებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც ვარჯიშობდა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევდა 99% პანაშვიდზე ვარ ნამყოფი.
zaza
23:18 02-02-2023
0
სადაა დასაწვავი კალორიები...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული