ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი კეისი ვასერმანი 2028 წლის თამაშებში ნებისმიერი ქვეყნის სპორტსმენის მონაწილეობის დაშვების უზრუნველსაყოფად აშშ-ის მთავრობასთან მიღწეულ შეთანხმებაზე იტყობინება.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ხელმისაწვდომია აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს ათლეტებისთვის," - მუმბაიში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 141-ე სესიაზე განაცხადა ვასერმანმა.
ცოტა ხნით ადრე IOC-ის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელმა და ხორვატიის ყოფილმა პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ ოლიმპიურ ქარტიას, ზღუდავენ სხვა ქვეყნების სპორტსმენთა მონაწილეობას, შეიძლება ჩამოერთვათ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება.
წყარო: საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტი