6 თებერვალს სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კანადური სამშენებლო კომპანია "ბეჰლენ ინდასთრის" პრეზიდენტმა და მფლობელმა პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.
სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500
"გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. სამივე ქალაქში მშენებარე სპორტული ობიექტები მრავალფუნქციური სპორტული დარბაზებია, რომლის მშენებლობას კანადური ფირმა "ბეჰლენ ინდასთრი" ახორციელებს.
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ფარგლებში, თავად კომპანიამ დააფინანსა ამ ობიექტების მშენებლობაც და მოიზიდა საჭირო საკრედიტო რესურსი. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და კანადური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.
დიდ მადლობას ვუხდი კომპანიის მფლობელს და პრეზიდენტს, პოლ კანინგემს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის ხელმისაწვდომობა და მასობრიობის გაზრდაა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხოლო, როდესაც ჩვენ გორზე ვსაუბრობთ, ამ ქალაქს და ზოგადად, ამ რეგიონის სპორტულ ტრადიციებს ნამდვილად ეკუთვნის მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტი", - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით