ორშაბათს, 4 საათსა და 15 წუთზე უნდა ყოფილიყო პირველი ცდა და 8 საათსა და 45 წუთზე - მეორე, მაგრამ ორგანიზატორებმა ჯერ გადადეს სტარტი, შემდეგ კი 15 თებერვლისთვის გადაიტანეს.
გიგანტურ სლალომში უნდა იასპარეზოს ქართველმა ნინო წიკლაურმა, რომელსაც 61-ე სასტარტო ნომერი აქვს. შეგახსენებთ, რომ ასევე 15 თებერვლისთვის არის გადადებული კაცების სწრაფდაშვება, რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო. 15 თებერვლის განრიგი ასე გამოიყურება:
4:30 გიგანტური სლალომი. ქალები. I ცდა
6:00 სწრაფდაშვება. კაცები