
6-დან 12 თებერვლის ჩათვლით, ყაზბეგის რაიონ ჭაოხში მოეწყო ალპინისტური ექსპედიცია, სადაც ზურა კვესტაძისა და ბექარ ფაჯრიშვილის წყვილმა ალპინისტური თვალსაზრისით ურთულესი გზა გაიარა.
Chaukhi Dream - არის საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პროექტი. პროექტი მოიცავდა ჭაუხის მასივში პირველი ზამთრის ექსიანის გავლას წყვილში, ჩრდილოეთ კედლით (ასათიანის სვეტი), მწ. ასათიანის ჩრდილო-აღმოსავლეთ მწვერვალზე ასვლას და იმავე გზით დაშვებას, რაც 12 თებერვალს მარშრუტის დაწყებიდან მე-6 დღეს მწვერვალით დაგვირგვინდა.
პირველად ეს მარშრუტი გაიარეს 1995
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება ქართველი ალპინისტებისთვის და ზოგადად, ქართული ალპინიზმისთვის.

ფოტოზე: ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯრიშვილი
აღსანიშნავია, რომ აქამდე აღნიშნული სირთულის მარშრუტი საქართველოში ჯერ არავის გაუვლია. მარშრუტი მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ 2 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.