ქართველი ალპინისტების რეკორდი - ყველაზე სწრაფი ასვლა უშბაზე!

AutoSharing Option
18 სექტემბერს ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა უშბაზე ასვლა განახორციელა.

ზურა კვესტაძემ და ლაშა კვეკვესკირმა უშბის სამხრეთ მწვერვალზე ისტორიაში ყველაზე სწრაფი ასვლა განახორციელეს.

ახალგაზრდა ალპინისტები გაბრიელ ხერგიანის მარშრუტით ავიდნენ უშბაზე.

მწვერვალამდე მისასვლელი 5B სირთულის მარშრუტი ქართველმა ალპინისტებმა 9 საათასა და 56 წუთში დაფარეს და ამით რეკორდი დაამყარეს.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 14-დან 19 სექტემბრამდე უშბაზე სულ ალპინისტთა სამი ჯგუფი ავიდა.

აღნიშნული პერიოდი გამოსარჩევი იმითაც იყო, რომ უშბაზე პირველად ავიდა აზერბაიჯანელი ალპინისტი ფირუზ დადაშოვი, რომელიც ჯგუფში ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად იმყოფებოდა.

Sportall.Ge

ალპინისტთა მესამე ჯგუფი
გიორგი კახაბრიშვილისგან, გიორგი მაკალათიასგან, ბაქარ გელაშვილისგან და ლევან ციბაძისგან შედგებოდა.

უშბას სიმაღლე 4710 მეტრია. უშბაზე ასვლა 1868 წელს პირველად სცადეს ინგლისელმა ალპინისტებმა დუგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1888 წელს ინგლისელებმა - ჯ. კოკინმა და უ. ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთის პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს იყო პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე.

1934 წელს უშბაზე ავიდა პირველი ქართული ჯგუფი და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით.

ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის პიკზე ფეხი შედგა. 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა კლდოვან ასვლებს უშბაზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
და თქვენი Aზრით რიკმერი და შულცი ლეჩხუმლები არიან თუ Gურულები??
Levan-s
14:31 21-09-2015
0
პირველად უშბაზე მურათბი კიბოლანი ავიდა! რიკმერთან და შულცთან ერთად. ამიტომ შეცდომაა როდესაც უცხო ერებს მივაწერთ უშბის დაპყრობას!
levan
13:24 21-09-2015
0

სიახლეები პოპულარული